წინანდალი, გრემი, ნეკრესი, მეღვინეობა - შუმი

Schedule

Sun Oct 20 2024 at 08:00 am to 10:00 pm

UTC+04:00

Location

საქართველოს ბილიკებზე | Tbilisi, TB

Advertisement
,,საქართველოს ბილიკებზე"
20 ოქტომბერს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან ტურს კახეთში. ფოტოსესიისთვის უმაგრესი ადგილებია, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ ძეგლების ისტორიულობაზე. 📸🍇🥂 ტურის ბოლოს ნეკრესთან ბუნებაში ვიმწვადავებთ.

🚌 მარშრუტკა გამოვა რუსთავიდანაც და დილას მოგიყვანთ რუსთაველზე ველოსიპედის ძეგლთან. საღამოს ისევ რუსთავში დაგაბრუნებთ. ( ხშირად დასმული კითხვა: რუსთავში ხომ არ გაივსება მარშრუტკა და უკანა ადგილები ხომ არ შეგვხვდებაო? არა მეგობრებო ხან საერთოდ არ არიან რუსთავიდან წამომსვლელები ან თუ არიან ერთი ან ორი. ასე რომ ამ საკითხმა არ შეგაფერხოთ ❤️).

1. წინანდლი - ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. სამუზეუმო კომპლექსში გაეცნობით ჭავჭავაძეების ისტორიას, დატკბებით დეკორატიული ბაღის სილამაზით.
2. 🍇🥂 ღვინის მუზეუმი ,,შუმი" - ულამაზესი ეზო ფოტოსესიისათვის, დააგემოვნებთ ქართულ ღვინოებს.
დაათვალიერებთ ვაზის სხვადასახვა ჯიშებს.
3. გრემი - 1565 წ. კახეთის მეფეთა რეზიდენცია და მთავარანგელოზთა ეკლესია
4. ნეკრესი - აბიბო ნეკრესელის მიერ მე - 6 ს. დაარსებული სამონასტრო კომპლექსი.

✔ ტურის ღირებულება: 45 ლარი
👣 ფეხით სასიარულო: ნეკრესში ფეხით ვისაც სურს ასვლა ჯამში 3 კმ. ვისაც ფეხით ასვლა არ სურს ადგილობრივი ავტობუსი აგიყვანთ და ჩამოგიყვანთ 3 ლარად. (3 ლარში შედის ასვლა და ჩამოსვლაც).

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 💻 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 555 40 76 50 ანი
VIBER / WhatsApp - 555407650
instagram: saqartvelosbilikebze

⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:40 სთ-დან. გავდივართ 8:00 სთ-ზე. (გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

⚠️⚠️⚠️ ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ⚠️⚠️⚠️
გთხოვთ სანამ ტურზე ჩაგვეწერებით დეტალები წაიკითხოთ სრულად. ასევე მეგობრები თუ მოგყავთ, მათაც გააცანით ტურის დეტალები წინასწარ ❤️

🏃‍♀️ გამყოლს აქვს უფლება, საჭირობისამებრ გადაანაცვლოს სანახავი ადგილები ანუ მიმდევრობა შეუცვალოს. ეს იმას არ ნიშნავს რომ რაიმეს გამოვტოვებთ, ყველაფერს განახებთ რაც ტურში გვიწერია ( გარდა იმ შემთხვევისა თუ სადმე გზა გაფუჭდა ან შეიქმნა ფორსმაჟორული სიტუაცია და ა.შ. ). როცა ყოჩაღი ჯგუფია დამტებით ვნახულობთ კიდევ რამეს.

🌞☁️🌤⛈️ამინდზე ორგანოზატორი არ არის პასუხისმგებელი. ტურზე ჩაწერის წინ თავად გადაამოწმეთ ამინდი და ისე ჩაგვეწერეთ. წვიმის გამო ტურები არ გადაიდება. ტური გადაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში სამანქანო გზები თუ დაიკეტება.

ტურის ღირებულებაში შედის:
🚶‍ გამყოლი (გამყოლი არის ადამიანი, რომელსაც ევალება ტურის ორგანიზება, ასევე ტურზე სანახავ ძეგლებზე და იმ ადგილებზე, სადაც ეს ძეგლები მდებარეობს, მოგიყვებათ კონკრეტულ, მნიშვნელოვან და მთავარ ისტორიებს. თუ ჯგუფს სურვილი ექნება მაგალითად დეტალურად ყველა ეკლესიის ჩუქურთმების, არქიტექტურის, ფრესკების და ა.შ. განხილვა, ამ შემთხვევაში ჯგუფი ქირაობს ადგილობრივ გიდს, რომელიც იმ კონკრეტულ ადგილზე მუშაობს).
🚐 მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშრუტკა)
📸 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

ღირებულებაში არ შედის:
🍔 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 🍔
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი 👟 წინდა 🧦 საწვიმარი ან ქოლგა ☔, თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი 🧢
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 👟🚶‍♂️

🔊 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

⚠️ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

🔊 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
🌞☁️🌤⛈️ამინდზე ორგანოზატორი არ არის პასუხისმგებელი. ტურზე ჩაწერის წინ თავად გადაამოწმეთ ამინდი და ისე ჩაგვეწერეთ. წვიმის გამო ტურები არ გადაიდება. ტური გადაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში სამანქანო გზები თუ დაიკეტება.
💺 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
⌚არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა 📲 (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
🚸 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
🚯 არ ვყრით ნაგავს
🚭 არ ვეწევით მიკროავტობუსში
🍺 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
🥂 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤
Advertisement

Where is it happening?

საქართველოს ბილიკებზე, Republic 24, გიორგი ახვლედიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო,Tbilisi, Georgia

Event Location & Nearby Stays:

\u10e1\u10d0\u10e5\u10d0\u10e0\u10d7\u10d5\u10d4\u10da\u10dd\u10e1 \u10d1\u10d8\u10da\u10d8\u10d9\u10d4\u10d1\u10d6\u10d4

Host or Publisher საქართველოს ბილიკებზე

It's more fun with friends. Share with friends

Discover More Events in Tbilisi

Jazz night with Maia Baratashvili
Sat Oct 19 2024 at 08:00 pm Jazz night with Maia Baratashvili

20 Telavi Street, 0103 Tbilisi, Georgia

MUSIC ENTERTAINMENT
\u10e0\u10d4\u10e9\u10d8\u10e2\u10d0\u10e2\u10d8\u10d5\u10d8 \u10e5\u10d0\u10da\u10d0\u10e5\u10e8\u10d8
Sat Oct 19 2024 at 08:00 pm რეჩიტატივი ქალაქში

Movement Theatre / მოძრაობის თეატრი

\u10ec\u10d4\u10e0\u10d8\u10da\u10d8\/Tserili@Konka
Sat Oct 19 2024 at 09:00 pm წერილი/Tserili@Konka

Konka • კონკა

MUSIC ENTERTAINMENT
LF`E (Debute Album Showcase) @ CMR
Sat Oct 19 2024 at 09:00 pm LF`E (Debute Album Showcase) @ CMR

Egnate Ninoshvili Str. N 8, 0102 Tbilisi, Georgia

\u10e1\u10e2\u10d4\u10e4\u10d0\u10dc\u10d4
Sat Oct 19 2024 at 10:00 pm სტეფანე

MONO HALL

\u10e5\u10e1\u10d8\u10da\u10d8\u10e1\u10d8\u10e1 \u10db\u10d7\u10d0 (Green Zebra)
Sun Oct 20 2024 at 06:30 am ქსილისის მთა (Green Zebra)

Shida Kartli

Krtsanisi 18K course test
Sun Oct 20 2024 at 08:30 am Krtsanisi 18K course test

Tbilisi Hills Golf & Residences

WORKSHOPS TRIPS-ADVENTURES
Knife Show Tbilisi 2024
Sun Oct 20 2024 at 12:00 pm Knife Show Tbilisi 2024

The Biltmore Hotel Tbilisi

GUN-SHOWS EXHIBITIONS
\u10e1\u10d0\u10d0\u10d5\u10e2\u10dd\u10e0\u10dd \u10e2\u10e3\u10e0\u10dc\u10d8\u10e0\u10d8: \u10dd\u10d7\u10ee\u10d8 \u10d4\u10da\u10d4\u10db\u10d4\u10dc\u10e2\u10d8 2024, vol. 2
Sun Oct 20 2024 at 12:30 pm საავტორო ტურნირი: ოთხი ელემენტი 2024, vol. 2

კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University

Grand international fashion show Metrica
Sun Oct 20 2024 at 02:00 pm Grand international fashion show Metrica

Pullman Tbilisi Axis Towers

ART FASHION
\u10e1\u10e2\u10e3\u10d3\u10d4\u10dc\u10e2\u10d4\u10d1\u10d8 \u10d5\u10d8\u10e0\u10e9\u10d4\u10d5\u10d7 \u10d4\u10d5\u10e0\u10dd\u10d9\u10d0\u10d5\u10e8\u10d8\u10e0\u10e1!
Sun Oct 20 2024 at 05:00 pm სტუდენტები ვირჩევთ ევროკავშირს!

რესპუბლიკის მოედანიი

What's Happening Next in Tbilisi?

Discover Tbilisi Events