ფიტარეთი, კატერინენფელდი, ბოლნისი და ა.შ.
Schedule
Sun Nov 17 2024 at 08:00 am to 09:00 pm
UTC+04:00Location
საქართველოს ბილიკებზე | Tbilisi, TB
Advertisement
,,საქართველოს ბილიკებზე" 17 ნოემბერს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან მრავალფეროვან ტურს ქვემო ქართლში.
🚌 მარშრუტკა გამოვა რუსთავიდანაც და დილას მოგიყვანთ რუსთაველზე ველოსიპედის ძეგლთან. საღამოს ისევ რუსთავში დაგაბრუნებთ. ( ხშირად დასმული კითხვა: რუსთავში ხომ არ გაივსება მარშრუტკა და უკანა ადგილები ხომ არ შეგვხვდებაო? არა მეგობრებო ხან საერთოდ არ არიან რუსთავიდან წამომსვლელები ან თუ არიან ერთი ან ორი. ასე რომ ამ საკითხმა არ შეგაფერხოთ ❤️).
1. ფიტარეთის მონასტერი - მე-13 ს. მ
2. ხულუტის ციხე - მე-18 ს.
3. ქვეშის ციხე - ციხესიმაგრის არსებობა წინაფეოდალური ხანიდან მოიაზრება. იგი უნდა ყოფილიყო მე-7 საუკუნის „სომხურ გეოგრაფიაში“ მოხსენიებული ქვეშის ხევის ცენტრი.
4. ბოლნისის სიონი მე- 5 ს.
5. ბოლნისის პეტრე - პავლეს ეკლესია ( მდებარეობს მთაზე, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება).
6. ბოლნისის გერმანული უბანი ,,კატარინენფელდი" -12 შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი.
✔ ტურის ღირებულება: 45 ლარი
👣 ფეხით სასიარულო: 3 კმ. მარტივი. (შეიძლება მარშრუტკა ბოლომდეც მივიდეს ფიტარეთში და ფეხით არ გვქონდეს სასიარულო).
ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში
💻 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 555 40 76 50 ანი
VIBER / WhatsApp - 555407650
instagram- saqartvelosbilikebze
⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ. გავდივართ 8:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).
⚠️⚠️⚠️ ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ⚠️⚠️⚠️
გთხოვთ სანამ ტურზე ჩაგვეწერებით დეტალები წაიკითხოთ სრულად. ასევე მეგობრები თუ მოგყავთ, მათაც გააცანით ტურის დეტალები წინასწარ ❤️
🏃♀️ გამყოლს აქვს უფლება, საჭირობისამებრ გადაანაცვლოს სანახავი ადგილები ანუ მიმდევრობა შეუცვალოს. ეს იმას არ ნიშნავს რომ რაიმეს გამოვტოვებთ, ყველაფერს განახებთ რაც ტურში გვიწერია ( გარდა იმ შემთხვევისა თუ სადმე გზა გაფუჭდა ან შეიქმნა ფორსმაჟორული სიტუაცია და ა.შ. ). როცა ყოჩაღი ჯგუფია დამტებით ვნახულობთ კიდევ რამეს.
🌞☁️🌤⛈️ამინდზე ორგანოზატორი არ არის პასუხისმგებელი. ტურზე ჩაწერის წინ თავად გადაამოწმეთ ამინდი და ისე ჩაგვეწერეთ. წვიმის გამო ტურები არ გადაიდება. ტური გადაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში სამანქანო გზები თუ დაიკეტება.
ტურის ღირებულებაში შედის:
🚶 გამყოლი (გამყოლი არის ადამიანი, რომელსაც ევალება ტურის ორგანიზება, ასევე ტურზე სანახავ ძეგლებზე და იმ ადგილებზე, სადაც ეს ძეგლები მდებარეობს, მოგიყვებათ კონკრეტულ, მნიშვნელოვან და მთავარ ისტორიებს. თუ ჯგუფს სურვილი ექნება მაგალითად დეტალურად ყველა ეკლესიის ჩუქურთმების, არქიტექტურის, ფრესკების და ა.შ. განხილვა, ამ შემთხვევაში ჯგუფი ქირაობს ადგილობრივ გიდს, რომელიც იმ კონკრეტულ ადგილზე მუშაობს).
🚐 მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშრუტკა)
📸 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
ღირებულებაში არ შედის:
🍔 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.
რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 🍔
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი 👟 წინდა 🧦 საწვიმარი ან ქოლგა ☔, თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი 🧢
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 👟🚶♂️
🔊 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.
⚠️ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.
🔊 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
🌞☁️🌤⛈️ამინდზე ორგანოზატორი არ არის პასუხისმგებელი. ტურზე ჩაწერის წინ თავად გადაამოწმეთ ამინდი და ისე ჩაგვეწერეთ. წვიმის გამო ტურები არ გადაიდება. ტური გადაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში სამანქანო გზები თუ დაიკეტება.
💺 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
⌚არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა 📲 (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
🚸 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
🚯 არ ვყრით ნაგავს
🚭 არ ვეწევით მიკროავტობუსში
🍺 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
🥂 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.
p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤
Advertisement
Where is it happening?
საქართველოს ბილიკებზე, Republic 24, გიორგი ახვლედიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო,Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays: