საჯარო ლექცია - „მუსიკა - როგორც თერაპია“
Schedule
Mon, 07 Nov, 2022 at 06:00 pm
Location
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია Tbilisi State Conservatoire | Tbilisi, TB
![\u10e1\u10d0\u10ef\u10d0\u10e0\u10dd \u10da\u10d4\u10e5\u10ea\u10d8\u10d0 - \u201e\u10db\u10e3\u10e1\u10d8\u10d9\u10d0 - \u10e0\u10dd\u10d2\u10dd\u10e0\u10ea \u10d7\u10d4\u10e0\u10d0\u10de\u10d8\u10d0\u201c](https://cdn.happeningnext.com/events1/banners/314d6752f5cc069071097c707790f683eeefba3ac246d0bfd7b17708daf3e5d9-rimg-w960-h503-gmir.jpg?v=1667659261)
Advertisement
☑ℹ 7 ნოემბერს, 18:00 საათზე კონსერვატორიის კამერულ დარბაზში გაიმართება მუსიკის თერაპიის ცენტრ "ბეკარის" თანადამფუძნებელის, მუსიკათერაპევტ მარინა რაიდტ-ალთუნაშვილის საჯარო ლექცია: „მუსიკა - როგორც თერაპია.“
-------------------------------
▶ მომხსენებელი გააანალიზებს, თუ რა გავლენა აქვს მუსიკას, როგორც კომუნიკაციის უნივერსალურ ენას და თერაპიის ინსტრუმენტს ადამიანის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
▶ მუსიკით მკურნალობის ისტორია ისეთივე ძველია, როგორც თავად მედიცინისა. მუსიკა ერთ-ერთი უძველესი გზაა მათ შორის, რასაც სამკურნალოდ გამოიყენებდნენ.
▶ დღეისათვის ეს უძველესი სიბრძნე სამეცნიერო კვლევებითა და მტკიცებულებებით არის
გამყარებული. კვლევებით დასტურდება, რომ მუსიკას უდიდესი გავლენა აქვს ადამიანის, როგორც მენტალურ, ისე ფიზიკურ მდგომარეობაზე.
✅▶ ლექციას გაუძღვება მარინა რაიდტ-ალთუანშვილი - მუსიკათერაპიის მაგისტრი, ფსიქოთერაპევტი და ონკოფსიქოლოგი. მან 2005 წელს გერმანიაში, ვიტენ-ჰერდეკეს უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი მუსიკათერაპიის მიმართულებით და მიენიჭა უფლება აწარმოოს დიპლომირებული მუსიკათერაპევტის საქმიანობა. 2005 წლიდან დღემდე ეწევა მუსიკათერაპევტის საქმიანობას გერმანიაში, სხვადასხვა დაწესებულებებში. 2020 წლიდან, კი პირველი ნორდოფ-რობინსის მეთოდზე დაფუძნებული ქართულ-გერმანული მუსიკის თერაპიის ცენტრის „ბეკარი“ თანადამფუძნებელია.
☑ სამუშაო ენა: ქართული
? დრო: 7 ნოემბერი, 18:00 საათი
✔ ადგილმდებარეობა: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ალ. გრიბოედოვის 8/10, კამერული დარბაზი, მე-3 სართული , (ოთახი #307)
? ლექციაზე დასწრება თავისუფალია
Advertisement
Where is it happening?
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია Tbilisi State Conservatoire, 8/10 Alexander Griboedov St, Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays: