საქველმოქმედო კონცერტი 15 ნოემბერს

Schedule

Sun, 15 Nov, 2026 at 05:00 pm

UTC+00:00
Location

John's Lane Church | Dublin, DN

Advertisement

ძვირფასო მეგობრებო!
უდიდესი სიხარულით გვსურს გაცნობოთ, რომ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არსებული კულტურის ცენტრის „კერიასა“ და ორგანიზაცია „ქართული დიასპორა – ქართული კულტურის ცენტრის“ ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს საელჩოს ირლანდიაში უდიდესი მხარდაჭერითა და თიბისის თანადგომით, ჩვენი საქველმოქმედო კონცერტების სერია გრძელდება!
თიბისი ამ განსაკუთრებული საღამოს მხარდამჭერია და სიამაყით უდგას გვერდით ქართულ დიასპორას ირლანდიაში, ინიციატივას, რომელიც ემსახურება ჩვენი თანამემამულეების გაერთიანებას, ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და საერთო, კეთილშობილური მიზნის განხორციელებას.
გავითვალისწინეთ უამრავი ადამიანის თხოვნა და 15 ნოემბერს თქვენ წინაშე წარდგებიან ქართული მუსიკალური ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენლები:
ლიზა ბაგრატიონი – მომღერალი;
ზვიად ბოლქვაძე – კომპოზიტორი, დირიჟორი და ავტორ-შემსრულებელი;
ლაშა ღლონტი – მომღერალი.
ერთ სცენაზე გაერთიანდება ქართული მუსიკალური ხელოვნების სამი გამორჩეული წარმომადგენელი, ხოლო თიბისი, როგორც ღონისძიების მხარდამჭერი, ამ მნიშვნელოვანი კულტურული და საქველმოქმედო ინიციატივის თანაზიარია.
გელოდებათ ქართული მუსიკით, სიყვარულითა და დაუვიწყარი ემოციებით სავსე საღამო!
კონცერტი ემსახურება ჩვენს საერთო, სანუკვარ მიზანს – ირლანდიაში ქართული მართლმადიდებლური ტაძრის შეძენას, რომელიც ჩვენი თანამემამულეებისთვის სულიერი ერთობის, ქართული ტრადიციებისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი კერა იქნება.
თითოეული შეძენილი ბილეთი ჩვენი საერთო მიზნისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
🎼 თარიღი: 15 ნოემბერი, კვირა
🕔 კარის გაღება: 17:00
🎶 კონცერტის დასაწყისი: 18:00
⛪ ადგილი: John's Lane Church, Thomas Street, Dublin 8
🎫 ბილეთის ღირებულება: €50
10 წლამდე ბავშვების დასწრება უფასოა.
🎫 ბილეთების შეძენა
ბილეთების შეძენა შესაძლებელია წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არსებულ ბიბლიოთეკაში.
ასევე, მსურველებს შეუძლიათ ბილეთის საფასურის გადახდა საბანკო გადარიცხვით, Revolut-ის ანგარიშზე: დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე.
გადარიცხვის დანიშნულება: Charity Concert – სახელი, გვარი და ბილეთების რაოდენობა.
გადარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, გადახდის დამადასტურებელი ქვითარი გამოგვიგზავნოთ მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე, რათა მოხდეს თქვენი ბილეთების დაჯავშნის დადასტურება.
💙 ღონისძიების მხარდამჭერია თიბისი
📞 ბილეთების შესაძენად და დამატებითი ინფორმაციისთვის:
თიკო — 085 719 6231
სალომე — 085 717 5236
ლელა — 087 097 0404
რუსკა — 085 718 7208
ანკა — 083 337 2867
გელოდებით სიყვარულით! 💙
Advertisement

Where is it happening?

John's Lane Church, Dublin, Ireland

Event Location & Nearby Stays:

Know what’s Happening Next — before everyone else does.
Keria - The Georgian Sanctuary of Ireland
Host or PublisherKeria - The Georgian Sanctuary of Ireland

Ask AI if this event suits you