სამართალი და ლიტერატურა - მსოფლიო გამოცდილება და ქართული კონტექსტი

Schedule

Thu, 29 Oct, 2026 at 12:00 pm

UTC+04:00
Location

კალისტრატე ქუთათელაძის ქუჩა 3, თბილისი, საქართველო | Tbilisi, TB

Advertisement
2026 წლის 29 ოქტომბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მასპინძლობს სამეცნიერო კონფერენციას – „სამართალი და ლიტერატურა: მსოფლიო გამოცდილება და ქართული კონტექსტი“, რომელიც მიზნად ისახავს სამართლისა და ლიტერატურის ურთიერთმიმართების მრავალმხრივ ანალიზს.
სამართალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც არეგულირებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს პასუხისმგებლობას და ქმნის სამართლიანობის ჩარჩოს. თუმცა, ხშირად ის ორმაგად აღიქმება როგორც ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი და, ამავდროულად, როგორც სოციალური კონტროლის ინსტრუმენტი.
განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხები იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიული სისტემები ჯერ კიდევ მყიფეა და არსებობს განსხვავება კანონის ფორმალურ ნორმებსა და მის რეალურ აღსრულებას შორის.
📖 სწორედ ამ დილემების გააზრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ლიტერატურა, რომელიც გვაჩვენებს:
▪️ ძალაუფლების ფარულ მექანიზმებს
▪️ სოციალური უთანასწორობის ფორმებს
▪️ სამართლიანობის განსხვავებულ გაგებებს
კონფერენციის მიზანია ამ თემებზე აკადემიური დისკუსიის წახალისება და სამართლისა და ლიტერატურის ურთიერთკავშირის კრიტიკული გაანალიზება.
ძირითადი თემები:
▪️ სამართლისა და ძალაუფლების ურთიერთობა ლიტერატურულ ნარატივებში;
▪️ეთიკის, მორალისა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხები კანონსა და სინდისს შორის კონფლიქტი, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და წინააღმდეგობა;
▪️„აუტსაიდერის“ ფიგურა, ინდივიდუალური მორალის დაპირისპირება სამართლებრივ წესრიგთან და პროტესტის კრიმინალიზაცია;
▪️სამართალი ტოტალიტარულ და ავტორიტარულ რეჟიმებში სახელმწიფო ძალადობა და სისტემური უსამართლობა;
▪️ ინდივიდუალური და კოლექტიური პასუხისმგებლობა მორჩილებასა და წინააღმდეგობას შორის არჩევანი;
ტრავმა, ისტორიული მეხსიერება და სამართლიანობის ნარატივები;
▪️ მარგინალიზებული ჯგუფები უმცირესობები, სოციალური გარიყვა და სამართლებრივი რეგულაციები.
ვისთვისაა კონფერენცია?
მკვლევრებისთვის, დოქტორებისა და დოქტორანტებისთვის სამართლის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროდან.
📩 როგორ მიიღოთ მონაწილეობა?
გამოაგზავნეთ:
▪️ მოხსენების სათაური
▪️ აბსტრაქტი (150–200 სიტყვა)
▪️ 3-5 საკვანძო სიტყვა
▪️ მოკლე ბიო (100–200 სიტყვა)
📧 [email protected]
(ქართულ და ინგლისურ ენებზე)
მნიშვნელოვანი თარიღები:
▪️ აბსტრაქტების მიღება - 15 სექტემბერი, 2026
▪️ პასუხი მიღებაზე - 25 სექტემბერი, 2026
▪️ კონფერენციის თარიღი - 29 ოქტომბერი, 2026
დეტალური ინფორმაციისთვის - https://shorturl.at/vDz9G
Advertisement

Where is it happening?

კალისტრატე ქუთათელაძის ქუჩა 3, თბილისი, საქართველო, კალისტრატე ქუთათელაძის ქუჩა 3, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Event Location & Nearby Stays:

Know what’s Happening Next — before everyone else does.
\u10e1\u10e3\u10da\u10ee\u10d0\u10dc-\u10e1\u10d0\u10d1\u10d0 \u10dd\u10e0\u10d1\u10d4\u10da\u10d8\u10d0\u10dc\u10d8\u10e1 \u10e3\u10dc\u10d8\u10d5\u10d4\u10e0\u10e1\u10d8\u10e2\u10d4\u10e2\u10d8 \u2022 SabaUni
Host or Publisherსულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი • SabaUni

Ask AI if this event suits you