რომი-ვატიკანის საშობაო ტური ! 22-25 დეკემბერი

Schedule

Mon, 22 Dec, 2025 at 04:20 pm to Thu, 25 Dec, 2025 at 01:10 pm

UTC+01:00

Location

Coliseum, Rome, Italy | Rome, LA

Advertisement
რომი-ვატიკანის საშობაო ტური ! 🇮🇹😍
ფრენა ქუთაისიდან, ჩამოფრენა ერევანში🛫🛬
აღნიშნე შობის ზღაპრული დღეები ჯადოსნურ გარემოში!
კოლიზეუმის გრანდიოზული არქიტექტურა, ზეცაში აღმართული წმინდა პეტრეს ტაძარი და ვატიკანის მუზეუმის უკვდავი ხელოვნების ნიმუშები, კიდევ უამრავ სანახაობასთან ერთად, მარადიულ ქალაქში!
მოგზაურობის თარიღები:
🇮🇹 22-23-24-25 დეკემბერი,1150 ლარი
ტურის დეტალური აღწერა:
დღე 1
🔰16:20 საათი, ფრენა ქუთაისიდან რომის მიმართულებით.
🔰17:30 საათი (ადგილობრივი დროით), ჩაფრენა რომში.
განთავსება სასტუმროში.
🔰ღამის რომი / კოლიზეუმი - ღამე რომში განსაკუთრებით მშვენიერია, მაგრამ როცა კოლიზეუმს უახლოვდები, ყველაფერი იცვლება, საუკუნეების სიჩუმეში ჩაძირული ამ ამაყი ქვის არქიტექტურა ოქროსფრად ანათებს.
დღე 2
🔰საუმზე სასტუმროში
🔰ვატიკანი : წმინდა პეტრეს მოედნიდან დავიწყებთ კათოლიკური სამყაროს ცენტრის მონახულებას, შევალთ წმინდა პეტრეს ტაძარში, რომელიც იმ ადგილას არის აღმართული, სადაც პეტრე მოციქული აწამეს. ტაძარში შესვლა უფასოა.
შეიძლება ითქვას, რომ ვატიკანი მთლიანად ერთი დიდი მუზეუმია, რომელიც აუცილებლად უნდა დაათვალიეროს ყველამ, ვინც კი რომს ეწვევა.
🔰სიქსტეს კაპელა- სამლოცველო მოციქულეობრივ სასახლეში, ვატიკანში, რომის პაპის ოფიციალური რეზიდენცია! იგი აგებულია 1473-81 წლებში არქიტექტორ ჯორჯო დე დოლჩის მიერ პაპის სიქსტეს IV ბრძანებით! აქ იმართება კონკლავი, სადაც კარდინალები რომის ახალ პაპს ირჩევენ! სიქსტეს კაპელას კედლები მოხატულია ბოტიჩელის,გირლანდაიოს, პერუჯინის და როსელის მიერ, ხოლო ჭერი და უშუალოდ საკურთხეველი თვით მიქელანჯელოს მიერ!
🔰წმინდა ანგელოზის ციხეკოშკი (Castel Sant’Angelo), რომელსაც ადრიანეს მავზოლეუმსაც უწოდებენ (Mausoleum of Hadrian). ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია რომში. მას საფუძველი ჯერ კიდევ 135 წელს ჩაეყარა იმპერატორ პუბლიუს ადრიანეს დროს. საუკუნეების განმავლობაში ის იყო საძვალე, თავდაცვითი ნაგებობა, რომის პაპების რეზიდენცია, ციხე, ახლა კი სამხედრო ისტორიული მუზეუმი (Museo Nazionale di Castel Sant’Angelo) და საოცარი არქიტექტურული ძეგლია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს რომში ჩასულმა ყველა ტურისტმა.
დღე 3
🔰რომის ფორუმი- ოდესღაც რომისა და რომის იმპერიის ცხოვრების ცენტრი , მოგვიანებით - ქალაქის მივარდნილი და გავერანებული ადგილი, დღეს კი მას უამრავი ტურისტი თუ არქეოლოგი სტუმრობს.
🔰“სიმართლის ბაგეები” (Bocca della Verità)-
სიმართლის დასადგენად ადრე არსებობდა საკმაოდ საინტერესო მეთოდი, ამ იდუმალი ღვთაების დაუნდობელი მზერის წინაშე ბევრი აღიარებდა საკუთარ დანაშაულს ან ბევრი ცრუ ადამიანი ემშვიდობებოდა ხელის მტევანს. ამ ბარელიეფის უკან მდებარე ოთახში ალესილი მახვილით შეიარაღებული ჯალათი იმალებოდა, რომელიც საიდუმლო ნიშანს ელოდებოდა რომ მსჯავრდებულისთვის მაჯა მოეჭრა.
🔰ვენეციის მოედანი
🔰ვენეციის სასახლე, რომლის ნაწილიცაა ბაზილიკა სან-მარკო (IV საუკუნის ფრესკებით)
🔰კაპიტოლიუმის ბორცვი- ის ერთ-ერთია იმ შვიდ ბორცვთაგან, რომლებზეც ძველი რომი შეიქმნა.
🔰კაპიტოლიუმის ბორცვზე მდებარეობს აგრეთვე ბაზილიკა სანტა-მარია-ინ-არაჩელი, რომელშიც იხილავთ ღვთისმშობლის X საუკუნის ხატს, წმინდა ელენეს წმინდა ნაწილებსა და ყრმა იესოს ქანდაკებას (ამბობენ, რომ მას სამკურნალო თვისებები გააჩნია). ბაზილიკაში შესვლა უფასოა.
🔰რომის პანთეონი-პანთეონი ოდესღაც გაბატონებული იმპერიის ძალასა და დიდებულებას გვახსენებს. VII საუკუნემდე აქ კერპთაყვანისმცემლები აღავლენდნენ ლოცვებს, შემდეგ - ქრისტიანები. ამჟამად პანთეონი რომის უმთავრესი ღირსშესანიშნაობების სიაში შედის.
🔰20:00 საათზე დავასრულებთ პროგრამას, 20:00 საათიდან 23:00 საათამდე თავისუფალი დრო შოპინგისთვის.
🔰სასტუმროდან ავიღებთ ბარგს და გავემგზავრებით აეროპორტისკენ
დღე 4
🔰06:15 საათზე ფრენა რომიდან ერევნის მიმართულებით.
🔰13:10 საათი, ჩამოფრენა ერევანში და გამომგზავრება თბილისში.
ღირებულებაში შედის:
ორმხრივი ავიაბილეთები (ქუთაისი- რომი - ერევანი)
✅10კგ ხელბარგი(ზურგჩანთა!)
✅სასტუმრო რომში (2 ღამე)
✅საუზმე (სულ 2 კვება)
✅სამოგზაურო დაზღვევა
✅ქართულენოვანი გამყოლი/გიდი
✅ქალაქის ცვეთის მოსაკრებელი(City Tax)
ღირებულებაში არ შედის:
❌ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმრომდე(45-50 ევრო, ორივე გზა)
❌ქალაქში გადაადგილება-საშუალოდ 20 ევრო
❌მუზეუმების მოსაკრებელი-70-75 ევრო სურვილისამებრ
❌თბილისიდან ქუთაისამდე და ერევნიდან თბილისში ტრანსფერი-ჯამში 100₾
❌დანარჩენი კვება
❗️გაითვალისიწინეთ, რომ ეს არის იტალიის ტურებიდან ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტი, ამის გამო ბოლო ღამეს არ გვაქვს სასტუმრო (გვიწევს მხოლოდ 3-4 საათით აეროპორტში დაყოვნება) და უკან დაბრუნება გვაქვს ერევანში. თუ ეს ვარიანტი მისაღები არაა თქვენთვის, გვაქვს იტალიის სხვა ტურებიც, უფრო ხანგრძლივიც და უფრო დიდბიუჯეტიანი. 🙂
❗️გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთის ფასები ცვალებადია, იზრდება ტურის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ამიტომ სასურველია, ტური დაიჯავშნოს დროულად
❗️დასაჯავშნად პირველ ეტაპზე ირიცხება 600 ლარი
❗️ავიაკომპანიის მხრიდან ხარვეზზე ან ცვლილებაზე ტურისტული კომპანია პასუხს არ აგებს
❗️საზღვრის კვეთისთვის საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი 6 თვეზე მეტი ვადით.
დასაჯავშნად ან დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირადში, ან დაგვიკავშირდით:
595-41-22-35, მარიამი
599-41-08-35, ბაკური
Advertisement

Where is it happening?

Coliseum, Rome, Italy

Event Location & Nearby Stays:

Icon
Know what’s Happening Next — before everyone else does.
GTG TOUR

Host or Publisher GTG TOUR

Ask AI if this event suits you:

Discover More Events in Rome

Grand Christmas Concert
Sun, 21 Dec at 06:30 pm Grand Christmas Concert

Chiesa di San Paolo Entro le Mura

MUSIC ENTERTAINMENT
ORGANSMO | EarlyConcert
Sun, 21 Dec at 07:00 pm ORGANSMO | EarlyConcert

Charity Café

MUSIC ENTERTAINMENT
MARCO RINALDUZZI - ALEX BARONI (Tributo Alex Baroni)
Sun, 21 Dec at 09:00 pm MARCO RINALDUZZI - ALEX BARONI (Tributo Alex Baroni)

Via Assisi 117, 00181 Rome, Italy

MUSIC ART
Giorgia
Mon, 22 Dec at 09:00 pm Giorgia

Palazzo dello Sport (Roma)

CONCERTS MUSIC
De Core Podcast con Luca Ravenna e Francesco De Carlo
Mon, 22 Dec at 09:00 pm De Core Podcast con Luca Ravenna e Francesco De Carlo

Via Giuseppe Mirri 35, 00159 Rome, Italy

Christmas in Rome \ud83c\uddee\ud83c\uddf9
Tue, 23 Dec at 06:00 pm Christmas in Rome 🇮🇹

Rome, Italy

CHRISTMAS FOOD-DRINKS
Christmas Swing Night
Tue, 23 Dec at 08:30 pm Christmas Swing Night

Chiesa di San Paolo Entro le Mura

CHRISTMAS MUSIC
23.12.25 | CARTOON HEROES \/\/ ROMA
Tue, 23 Dec at 09:00 pm 23.12.25 | CARTOON HEROES // ROMA

Auditorium Parco della Musica Ennio Morricone

ENTERTAINMENT CONCERTS
DEAD BLOSSOM (Doom\/Stoner) + VENERE (sludgegaze) + CRABTHEORY (alternative noise) @ Traffic Roma
Tue, 23 Dec at 09:00 pm DEAD BLOSSOM (Doom/Stoner) + VENERE (sludgegaze) + CRABTHEORY (alternative noise) @ Traffic Roma

via prenestina 738, 00155 Rome, Italy

What's Happening Next in Rome?

Discover Rome Events