პრაღა-დრეზდენი, ჩეხეთი და გერმანია, ოთხდღიანი ტური
Schedule
Sat, 12 Apr, 2025 at 04:00 am to Tue, 15 Apr, 2025 at 08:00 am
UTC+02:00Location
Prague | Prague, PR
Advertisement
📣ტურისტული კომპანია Dgl Tours დი ჯი ელი 12-13-14-15 აპრილს გთავაზობთ გაზაფხულის ოთხდღიან ტურს პრაღა-დრეზდენში (ჩეხეთსა და გერმანიაში) 850 ლარიდან! (5* სასტუმროთი) დაგვემგზავრეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებისთვის! I დღე:
✔️08:05-ზე დილით ჩაფრენა პრაღაში ✔️ტრანსფერი და დაბინავება სასტუმროში
✔️პრაღის გრადი, ციხესიმაგრე (IXს) სასახლეებისა და ტაძრების კომპლექსია. ასევე ჩეხეთის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციაც არის.
✔️წმ.გიორგის (ირჟის) ბაზილიკა, რომელიც დააარსა ვრატისლავ I ბოჰემიელმა 920 წელს.
✔️წმინდა ჯვრის სამლოცველო, რომელიც იმპერატორის მეუღლის მარია ტერეზიას ბრძანებით ააშენეს
✔️წმინდა ვიტას ტაძარი, რომელიც თითქმის 600 წელი შენდებოდა. პირველი ქვა კარლ IV დადო XIV საუკუნის შუა წლებში, მშენებლობა კი 1929 წელს დასრულდა. (შესვლა ფასიანია და არ შედის ტურის თანხაში, სურვილისამებრ)
✔️ ძველი სამეფო სასახლე რომელიც ჩეხეთის მეფეებისა და მთავრების ძირითადი რეზიდენცია იყო XII-XIV სს
✔️ოქროს ქუჩა (ზლატა ულიჩკა)კოლორიტული ქუჩა პრაღის გრადის ცენტრში, ყოფილი ციხესიმაგრის თაღებში ჩაშენებული პატარ-პატარა ნაირფერი სახლებით, სადაც შუა საუკუნეებში პრაღის მცველებთან ერთად ცხოვრობდნენ მეფის ალქიმიკოსები, რომლებიც მისთვის ოქროს, ფილოსოფიურ ქვასა და ნაირგვარ ელექსირებს ამზადებდნენ. სხვათა შორის, №22 სახლში 1916-197 წლებში ცნობილი მწერალი ფრანც კაფკა ცხოვრობდა.
✔️პრაღის გრადის სამეფო ბაღი - 1534 წელს დააარსა ფერდინანდ I-მა ჰაბსბურგების დინასტიიდან.
✔️სტრაჰოვის მამათა მონასტერი, რომელიც ცნობილია მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკით, სადაც დაცულია ქართული ხელნაწერი, ასევე აქ არის საკუთარი ლუდსახარში, აქვე დავაგემოვნებთ ლუდს და კანჭს.
✔️ჯონ ლენონის კედელი, რომელიც 1980 წელს სპონტანურად შეიქმნა, წლების განმა ლობაში კი თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.
✔️ყველაზე ვიწრო ქუჩა(70სმ)
✔️ფრანც კაფკას მუზეუმი (სურვილისამებრ)
✔️დაბრუნება სასტუმროში
II დღე:
✔️დილის საუზმე სასტუმროში
✔️კარლის ხიდი, განთქმული ისტორიული ხიდი პრაღაში მდინარე ვლტავაზე, რომელიც აკავშირებს ქალაქის ნაწილებს მალა-სტრანასა და სტარე-მნესტოს.
✔️ასტრონომიული საათი,(კურანტები), რომელიც სტარომესტსკის მოედანზე მდებარეობს
✔️ტინსკის ტაძარი(ადამი და ევა) აღსანიშნავია, რომ ტინსკის ტაძრის ორგანი უძველესია მთელ პრაღაში და 1673 წლით თარიღდება
✔️წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, ძველი ქალაქის მოედანზე
✔️მოცეკვავე სახლი, საოფისე შენობაა, რომლის მეტსახელია ფრედი და ჯინჯერი
✔️ჩეხეთის ეროვნული ბიბიოთეკა
✔️ჩეხეთის ნაციონალური მუზეუმი დაარსდა 1818 წელს ფრანც II მეფობის დროს. (შესვლა ფასიანია, სურვილისამებრ)
✔️სურვილის შემთხვევაში მდინარე ვლტავაზე გასეირნება გემით
✔️სასტუმროში დაბრუნება
IIIდღე:
✔️დილის საუზმე სასტუმროში
✔️09:00-ზე გავემგზავრებით დრეზდენში (გერმანია) ( ვისაც არ გექნებათ სურვილი დრეზდენში წამოსვლის შეგიძლიათ დარჩეთ პრაღაში)
✔️ერთი დღე დაეთმობა დრეზდენს და მოვინახულებთ:
✔️ცვინგერის სასახლე და გალერეა, რომელიც აშენებულია 1711 - 1722 წლებში მათეუს დანიელ პიოპელმანისა და ბალთაზარ პერმოზერის მიერ დრეზდენის ძველი ბასტიონის კედლების ნანგზევებზე.
✔️თეატრალური მოედანი სადაც ცხენზე ამხედრებული მეფე იოჰან საქსონიელის ქანდაკებაა
✔️ზემპერის ოპერა 1841წ.
✔️წმ.ჯვრის ეკლესია-კროიცკირხე
✔️დრეზდენის ციხე-კოშკი დრეზდენის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა. უწინ მასში საქსონიის მეფეები და კურფიურსტები ცხოვრობდნენ,
✔️პანო -"დიდგვაროვანთა მსვლელობა" მისი სიგრძე 110 მეტრია, სიგანე - 10,5 მეტრი. ის შედგება სახელგანთქმული მეისენის ფაიფურის 20x20 სმ. ზომის 24 ათასი ფილისგან. მათზე გამოსახულია ვეტინების საგვარეულოს 34 საქსონიელი მარკიზი, 59 ადამიანი: ამალის წევრები და სხვები. პანოს შემქმნელი მხატვარი ვილჰელმ ვალტერია.
✔️ბრიულის ტერასა რომელიც 500 მ. სიგრძისაა
✔️დრო შოპინგისთვის და კვებისთვის,(თავად შევარჩევთ)
✔️ საღამოს დაბრუნება პრაღაში და განთავსება სასტუმროში
IV დღე:
✔️ 06:00 ტრანსფერი აეროპორტში
⭕️ ღირებულებაში შედის:
➡️ 5* სასტუმრო
➡️ საუზმე სასტუმროში
➡️ სამოგზაურო დაზღვევა
➡️ გამყოლი საქართველოდან
⭕️ღირებულებაში არ შედის :
➡️ ავიაბილეთები, ( 10 კგ. ხელბარგი ზურგჩანთა 40×30×20 ) ტურის დაჯავშნისას გადაამოწმეთ, რადგან ბილეთების ფასები ცვალებადია და დღითი დღე იმატებს
➡️სამუზეუმო მოსაკრებელი პრაღასა და დრეზდენში დაახლოებით 80 ევრომდე, თქვენზეა დამოკიდებული რამდენ მუზეუმში შეხვალთ. მუზეუმებში პენსიონრებზე, სტუდენტებზე, მოსწავლეებზე მოქმედებს ფასდაკლება, ასევე 15 წლამდე მოზარდი უფასოა!
➡️ტრანფერი თბილისი- ქუთაისი-თბილისი -50ლ
➡️ტრანსფერი და ადგილობრივი ქართველი გიდის მომსახურება პრაღაში 50 ევრო
➡️CITY TAX-ქალაქის მოსაკრებელი - 15 ევრო
➡️ ავტობუსით მგზავრობა პრაღა-დრეზდენში-პრაღა დაახლოებით: 40 ევრო
⭕მოგზაურობისთვის აუცილებელია საზღვარგარეთის მოქმედი პასპორტი, რომელსაც ვადა უნდა ჰქონდეს გამგზავრებიდან 6 თვე მაინც.
➡️ ფასი მოცემულია 1 ადამიანზე ორადგილიან ან სამადგილიან ნომერში.(ვისაც ნომერში მარტო ყოფნის სურვილი აქვს მოუწევთ თანხის დამატება)
➡️ტურში აღწერილი ობიექტები შესაძლებელია გადანაცვლდეს სხვადახვა ობიექტური მიზეზების გამო.
➡️ ავიაბილეთის შეძენა ხდება წინასწარ
( ფასები ცვალებადია ამიტომ წინასწარ დაგვირეკეთ რათა გადავამოწმოთ ტუროპერატორთან)
⭕ადგილების დასაჯავშნად რამდენიმე დღით ადრე დაგვიკავშირდით და მოგწერთ საბანკო ანგარიშის ნომრებს, რათა ჩარიცხოთ ტურის საფასური. აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი, ტურის დასახელება და თარიღი . თუ ტურზე ვერ შეძლებთ წამოსვლას ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება და არც სხვა ტურზე არ გაიცვლება! ასევე არასაკმარისი ვადის მქონე პასპორტით თუ საზღვარს ვერ გადაკვეთ არც მაშინ არ ბრუნდება თანხა, ამიტომ იყავით ყურადღებით!
⭕არასრულწოვანისთვის საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი თუ დედა მოყვება + ნოტარიულად დამოწმებული საბუთი
⭕დაგვიკავშირდით ამ ნომრებზე:
📞597537979-თამარი WhatsApp
📞598181972-თამარი Viber
Advertisement
Where is it happening?
Prague, Czech RepublicEvent Location & Nearby Stays: