ნიაზ დიასამიძე & 33ა
Schedule
Sat, 26 Apr, 2025 at 08:00 pm
UTC+04:00Location
ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი | Tbilisi, TB
Advertisement
26 აპრილს - SPARKS წარმოგიდგენთ - ფოლკლორული მუსიკისა და ფოლკ-როკის ერთ-ერთი პიონერის - ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფი 33ა-ს კონცერტს - ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. სპეციალური მოწვევით ნიაზ დიასამიძესთან ერთად, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს, ბენდი პოლონეთიდან - VOLOSI.ნიაზ დიასამიძეს ბევრი სხვადასხვა რამე ერთნაირად კარგად გამოსდის - მუსიკისა და ტექსტის წერის გარდა ხატავს, ღვინოს აყენებს, ხალხურ ინსტრუმენტებს აკეთებს, ავეჯის შეკეთებაც შეუძლია და, კიდევ, ვინ იცის რამდენი რამე.
მუსიკაც ეგეთი აქვს - ბევრი სხვადასხვა რამის ცოდნითა და სიყვარულით შექმნილი. შესაძლოა უცნაური შერწყმაა - რეგეის, როკის, ხალხური მუსიკის, ბოშური სიმღერების ნაზავი თბილისურ მუსიკასთან - ამ ტერმინის ძალიან ფართო გაგებით - დუდუკებიდან ოთარ რამიშვილამდე. ზოგჯერ ეს კომპონენტები სულაც ერთ სიმღერაში არის ხოლმე წარმოდგენილი.
პროცესში მუდმივმა ძიებამ და შემოქმედებითმა გულწრფელობამ თავისი როლი ითამაშა ბენდის პოპულარობაში - „33ა“ ხომ უკვე კარგა 25 წელზე მეტია, რაც საქართველოს უპირველეს ჯგუფებში მოიაზრება. აქვე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ „33ა“ მარტო ნიაზი არ არის. მასთან ერთად არიან ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსები, რომელთა გარეშეც ბენდის მუსიკა სულ სხვაგვარი იქნებოდა.
-
ბენდი VOLOSI პოლონეთიდან – 900-ზე მეტი კონცერტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
აღნიშნული ბენდი, ბესკიდის მთებში, ლოკალური მუსიკოსებისა და თანამედროვე არტისტების, დაუგეგმავი შეხვედრის შემდეგ ჩამოყალიბდა. ცნობისმოყვარეობამ, მათი მუსიკალური სესიები, გიჟურ იმპროვიზაციად აქცია. მათი სტილის მრავალფეროვნება, ფართო სპექტრს მოიცავს, მომაჯადოვებელი მელოდიებიდან - ამაღელვებელ რიტმებამდე.
VOLOSI-ის შემოქმედებაში შეგიძლიათ მოისმინოთ: როკი, პანკი, ჯაზი, ფილმის მუსიკა, რომელიც საოცრად არის შერწყმული ემბიენთ ჟღერადობებთან, მაგრამ ის ფაქტი რომ ეს ყველაფერი შექმნილია და სრულდება სიმებიან ინსტრუმენტებზე, მათ მუსიკალურ პერფორმანსს, კიდევ უფრო ფენომენალურს ხდის. მათი შემოქმედება, არაერთხელ შეფასდა მაღალ დონეზე, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული გამოცემებისა და ფესტივალების მიერ, როგორიც არის: The Guardian, BBC, RFWM Festival.
VOLOSI-ის განსაკუთრებულობა, მუსიკის საშუალებით ემოციების გადმოცემაშია, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც მხიარული, შთამაგონებელი და გულში ჩამწვდომი, ამავდროულად მელანქოლიური, სევდიანი და დამაფიქრებელი. თუმცა საბოლოო ჯამში მათი მუსიკალური პერფორმანსის მოსმენა, მსმენელისთვის ყოველთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა.
ბენდი VOLOSI – 26 აპრილს, ნიაზ დიასამიძესთან და ჯგუფ 33ა-სთან ერთად წარსდგება მსმენელის წინაშე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.
------
19:00 - კარის გახსნა
20:00 - კონცერტის დასაწყისი
------
🎫 ბილეთის შეძენა: https://biletebi.ge/sparks/niaz-diasamidze-33a-2604
-
-
-
On April 26 – We are excited to host, one of the pioneer of the folk and folk-rock music – Niaz Diasamidze & 33A concert at Tbilisi State Concert Hall. With the special invite – the band from Poland – VOLOSI.
Niaz Diasamidze is a Georgian musician, singer, songwriter, calligrapher and actor, also known as the lead vocalist and a founder member of the band “33a”.
-
Over 900 concerts all around the world. Coming from Beskidy, Poland.
VOŁOSI was formed in the middle of Beskidy Mountains after an unexpected meeting between local root players and modern artists from Silesia.
Curiosity led them to wild improvisation sessions. Diversity has forged their style which is everything from the beauty of haunting melodies to frenetic craziness. Here you can feel some rock, punk, jazz, film music, spiced by ambient parts, but the fact it’s all made on string instruments makes them truly phenomenal.
VOŁOSI’s superpower is how they release emotions - it can be fun, exciting, sad, heartbreaking, joyful, raging, calming, disturbing, pleasing, in the end giving a liberating and extremely satisfying experience.
------
19:00 – The Doors Open
20:00 – Niaz Diasamidze & 33A
------
🎫 Buy Tickets: https://biletebi.ge/sparks/niaz-diasamidze-33a-2604
-
-
-
Advertisement
Where is it happening?
ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, კოსტავას ქუჩა, Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays: