მილანი-პორტოფინო-კომოს ტბა-ვერონა-ვენეცია!

Schedule

Mon, 16 Mar, 2026 at 06:15 am to Sat, 21 Mar, 2026 at 11:15 pm

UTC+01:00

Location

Via Portofino, 73100 Lecce LE, Italia | Lecce, PU

Advertisement
მილანი-პორტოფინო-კომოს ტბა-ვერონა-ვენეცია!
ჩრდილოეთ იტალიის საოცრებები ერთ ტურში🇮🇹🇮🇹
ტურის თარიღები:
🔰16-17-18-19-20-21 მარტი
ულამაზესი ტბები, ვენეციის საოცარი არხები, მილანის მოდის ქუჩები და სიყვარულით გაჟღენთილი ვერონა 🩵☀️🇮🇹
და რაღა თქმა უნდა, პორტოფინო, ზღვისპირა ზღაპრული ქალაქი, მწვანე მთებს შორის ჩაფლული ლაჟვარდოვანი მარგალიტი✨🌊🏖
🔰ტურის დეტალური აღწერა:
📍დღე 1
• 06:15 საათი, ფრენა ქუთაისიდან მილანის მიმართულებით.
• 07:45 საათი (ადგილობრივი დროით) - ჩაფრენა მილანში.
• ბარგის დატოვება სასტუმროში და ექსკურსიის დაწყება.
• დუომოს კათედრალი (Duomo di Milano)- მილანის მთავარი და ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა , ულამაზესი ქანდაკებებით, მოხატული კედლებით, ისტორიული და რელიგიური დატვირთვის მქონე ნივთებით.
• 14:00-15:00 საათი, განთავსება სასტუმროში და დასვენება.
• ვიტორიო ემანუელე II-ის გალერეა- მიუხედავად იმისა, რომ ეს სავაჭრო გალერეაა, მისი არქიტექტურა და ინტერიერი იმდენად შთამბეჭდავია, რომ დუომოს შემდეგ, მილანის ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა. გალერეაში შესვლისას თქვენს ყურადღებას მიიპყრობს ცნობილი ბრენდების მაღაზიები, რესტორნები და კაფეები.
• ლა სკალას თეატრი, სურვილისამებრ.
• ღამის მილანი, თავისუფალი დრო საშოპინგოდ.
📍დღე 2
• საუზმე მილანის სასტუმროში.
• გენუა-ხმელთაშუა ზღვის მარგალიტი, იტალიის უდიდეს საპორტო ქალაქს დიდი საზღვაო ისტორია აქვს – აქ ქაოსი გლამურს გრაციოზულად ერწყმის. თითქოს გენუა, ერთ ქალაქში მოქცეული იტალიაა.
• პორტოფინო-ზღაპრული სამყარო, ფერადი სახლებით, მწვანე მთებით და ლაჟვარდოვანი ზღვით. ლეგენდის თანახმად, პორტოფინო ღმერთებმა შექმნეს, როგორც საიდუმლო სამოთხე.
• დაბრუნება მილანში და დაბინავება სასტუმროში.
📍დღე 3
• საუზმე სასტუმროში
• მილანიდან მატარებლით 1 საათში ნამდვილ იტალიურ სამოთხეში აღმოჩნდებით. კომოს ტბა ულამაზესი ქალაქებით არის გარშემორტყმული, სადაც ნახავთ იტალიისთვის დამახასიათებელ კლდეზე განლაგებულ ფერად სახლებს, ულამაზეს ვიწრო ქვაფენილიან ქუჩებს და თქვენს თვალწინ ნებისმიერ ადგილზე მოხვედრისას ულამაზესი გარემო და ხედები გადაიშლება.
• საღამოს დაბრუნება მილანში და გამგზავრება ვერონაში.
• განთავსება ვერონას სასტუმროში.
📍დღე 4
• საუზმე სასტუმროში.
• ვერონას რომაული არენა-მართალია ვერონას რომაული არენა რომის კოლიზეუმის მსგავსად დიდი არაა, მაგრამ ძალიან კარგადაა შემონახული. ის ნანგრევებად არ ითვლება, რადგანაც კონცერტებს აქ დღემდე ატარებენ.
• საკულტო აივანი: Casa di Giuletta / ჯულიეტას სახლი - ვერონაში ყველაზე პოპულარული ადგილი.
• ვერონას კათედრალი-იატაკზე შუშის პანელები საშუალებას გაძლევთ მიწისძვრისგან დაზიანებული ეკლესიის ნანგრევები იხილოთ.
• გამგზავრება ვენეციაში და დაბინავება სასტუმროში.
📍დღე 5
• საუზმე სასტუმროში
• ვენეცია- მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს.
• წმინდა მარკოზის ბაზილიკა (სან მარკოს ბაზილიკა) – St. Mark’s Basilica
• გრანდ არხი – Grand Canal -აქ შეგიძლიათ გაისეირნოთ გონდოლით
• გოდების ხიდი – Bridge of Sighs- საუკუნეების წინ ეს ხიდი პატიმრების გადასაყვანად გამოიყენებოდა. ლეგენდის მიხედვით, გოდების ხიდს სახელი ეწოდა იმის გამო, რომ პატიმრები, რომლებიც აქ გადიოდნენ, ხიდის ხის ფანჯრებიდან უკანასკნელად ათვალიერებდდნენ სამყაროს და სამუდამოდ ემშვიდობებოდნენ მას.
• პონტე დი რიალტოს ხიდი – Ponte Di Rialto Bridge
რამდენიმე საუკუნის წინ, თუ გინდოდათ გრანდ არხის გადაკვეთა, ერთადერთი გზა რიალტოს ხიდი იყო. დღეს კი არხის გადასაკვეთად აშენებულია ოთხი ძირითადი ხიდი, თუმცა, რიალტო ყველაზე ცნობილია.
• დოჟების სასახლე –(Palazzo Ducale)- სადაც განთავსებული იყო ვენეციის მთავრობა, უზენაესი სასამართლო, კანცელარია, საიდუმლო პოლიცია, საზღვაო უწყება და სხვა. ამჟამად სასახლე მუზეუმია.
• თავისუფალი დრო სუვენირებისთვის და საშოპინგოდ.
• დაბინავება ისევ ვენეციის სასტუმროში.
📍დღე 6
• საუზმე სასტუმროში
• თავისუფალი დრო მესტრეში
• Piazza Ferreto- მთავარი მოედანი , ლამაზი არქიტექტურით.
• 16:35 საათი, გამოფრენა ვენეციის აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით.
• 23:15 საათი, ჩამოფრენა ქუთაისში.
🔰ტურის ღირებულება -2100 ₾
ღირებულებაში შედის:
✅ორმხრივი ავიაბილეთები (ქუთაისი-მილანი/ ვენეცია- ქუთაისი)
✅10კგ ხელბარგი(ზურგჩანთა ან ხელჩანთა, 40/30/20 სმ !)
✅სასტუმრო მილანში, 2 ღამე.
✅სასტუმრო ვერონაში, 1 ღამე.
✅სასტუმრო ვენეციაში/მესტრეში , 2 ღამე.
✅საუზმე სამივე სასტუმროში.
✅სამოგზაურო დაზღვევა.
✅ქართულენოვანი გამყოლი/გიდი.
✅ქალაქის ცვეთის მოსაკრებელი-City Tax
✅აეროპორტის ტრანსფერი (მილანის აეროპორტიდან სასტუმრომდე და უკან)
ღირებულებაში არ შედის:
❌ქალაქებს შორის გადაადგილება-150 €
❌კომოს ტბაზე წასვლა-წამოსვლა-20 ევრო
❌ვენეციის გონდოლები- 25€
❌მუზეუმები- 50-55€
❗️გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთის ფასები ცვალებადია, იზრდება ტურის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ამიტომ სასურველია, ტური დაიჯავშნოს დროულად.
❗️დასაჯავშნად პირველ ეტაპზე ირიცხება 750 ლარი.
❗️ავიაკომპანიის მხრიდან ხარვეზზე ან ცვლილებაზე ტურისტული კომპანია პასუხს არ აგებს
❗️საზღვრის კვეთისთვის საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი 6 თვეზე მეტი ვადით.
----------------------
დასაჯავშნად ან დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირადში, ან დაგვიკავშირდით:
595-41-22-35, მარიამი
599-41-08-35, ბაკური
Advertisement

Where is it happening?

Via Portofino, 73100 Lecce LE, Italia, Via Portofino, 5, 73100 Lecce LE, Italia, Lecce, Italy

Event Location & Nearby Stays:

Icon
Know what’s Happening Next — before everyone else does.
GTG TOUR

Host or Publisher GTG TOUR

Ask AI if this event suits you:

Discover More Events in Lecce

Il pi\u00f9 grande tributo a Mina - Teatro Apollo Lecce
Fri, 20 Mar at 09:00 pm Il più grande tributo a Mina - Teatro Apollo Lecce

Teatro Apollo (Lecce)

ART MUSIC
ODIARIO con Arianna PORCELLI SAFONOV
Sun, 22 Mar at 07:00 pm ODIARIO con Arianna PORCELLI SAFONOV

Viale XXV Luglio, 30, Lecce, Puglia

ROBERTO LIPARI - L'ULTIMO SPETTACOLO
Fri, 27 Mar at 12:00 am ROBERTO LIPARI - L'ULTIMO SPETTACOLO

Teatro Apollo Lecce

ART THEATRE
27 MARZO \u2013 LECCE, Teatro Politeama Greco
Fri, 27 Mar at 09:00 pm 27 MARZO – LECCE, Teatro Politeama Greco

Teatro Politeama Greco

MUSIC ENTERTAINMENT
VENERE NEMICA con DRUSILLA
Sun, 29 Mar at 07:00 pm VENERE NEMICA con DRUSILLA

Viale XXV Luglio, 30, Lecce, Puglia

COSTA FORTUNA-PASQUA ALLE CANARIE
Mon, 30 Mar at 12:00 pm COSTA FORTUNA-PASQUA ALLE CANARIE

Via Cavour, 66, 73100 Lecce, Italy

EASTER

What's Happening Next in Lecce?

Discover Lecce Events