მამკოდა, კევლიანი - ბნელა საყდარი, საბადური, ნადოკრა

Schedule

Sat Nov 02 2024 at 08:00 am to 09:00 pm

UTC+04:00

Location

საქართველოს ბილიკებზე | Tbilisi, TB

Advertisement
"საქართველოს ბილიკებზე" 2 ნოემბერს, შაბათს გთავაზობთ ერთ დღიან ტურს თბილისთან ახლოს ნაკლებად ცნობილ და ასევე სილამაზით ძალიან ცნობილ ადგილებში :D

🚌 მარშრუტკა გამოვა რუსთავიდანაც და დილას მოგიყვანთ რუსთაველზე ველოსიპედის ძეგლთან. საღამოს ისევ რუსთავში დაგაბრუნებთ. ( ხშირად დასმული კითხვა: რუსთავში ხომ არ გაივსება მარშრუტკა და უკანა ადგილები ხომ არ შეგვხვდებაო? არა მეგობრებო ხან საერთოდ არ არიან რუსთავიდან წამომსვლელები ან თუ არიან ერთი ან ორი. ასე რომ ამ საკითხმა არ შეგაფერხოთ ❤️).

1. მამკოდის მონასტერი: ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ეკლესიები, მე-9 ს. (აქ გადაღებულია ფილმი ორმაგი სახე. მამაშვილობის ტაძარსაც უწოდებენ).
2. ცხვარიჭამია: დათვების თავშესაფარი.
3. კევლიანის მონასტერი: - ივერიის ღვთისმშობლის ხატის მამათა სავანე, ამაღლების ეკლესია ("ბნელა საყდარი", მე-8-10 ს.ს.).
4. საბადურის ტყე
5. ნადოკრას მონასტერი: ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (არჩილ მეფის საფლავი, მე-8 საუკუნე).

✔ ტურის ღირებულება: 40 ლარი.

👣 ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში 3 კმ. მარტივი, ტყის გზაზე, სუფთა ჰაერზე.

♨️ ტურის ბოლოს კი ჯგუფის სურვილის შემთხვევაში გვექნება კოცონ-პიკნიკი და მწვადაობა. ერთმანეთს გავუზიარებთ დღის ემოციებს, ვიმხიარულებთ, მოვყვებით საინტერესო ამბებს და ა.შ. საღამოს კი დადებითი ემოციებით სავსენი დავუბრუნდებით დედაქალაქს.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 💻 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 555 40 76 50 ანი
VIBER / WhatsApp - 555407650
instagram: saqartvelosbilikebze

⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:40 სთ-დან. გავდივართ 8:00 სთ-ზე. (გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

⚠️⚠️⚠️ ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ⚠️⚠️⚠️
გთხოვთ სანამ ტურზე ჩაგვეწერებით დეტალები წაიკითხოთ სრულად. ასევე მეგობრები თუ მოგყავთ, მათაც გააცანით ტურის დეტალები წინასწარ ❤️

🏃‍♀️ გამყოლს აქვს უფლება, საჭირობისამებრ გადაანაცვლოს სანახავი ადგილები ანუ მიმდევრობა შეუცვალოს. ეს იმას არ ნიშნავს რომ რაიმეს გამოვტოვებთ, ყველაფერს განახებთ რაც ტურში გვიწერია ( გარდა იმ შემთხვევისა თუ სადმე გზა გაფუჭდა ან შეიქმნა ფორსმაჟორული სიტუაცია და ა.შ. ). როცა ყოჩაღი ჯგუფია დამტებით ვნახულობთ კიდევ რამეს.

🌞☁️🌤⛈️ამინდზე ორგანოზატორი არ არის პასუხისმგებელი. ტურზე ჩაწერის წინ თავად გადაამოწმეთ ამინდი და ისე ჩაგვეწერეთ. წვიმის გამო ტურები არ გადაიდება. ტური გადაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში სამანქანო გზები თუ დაიკეტება.

⚠️ ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

ტურის ღირებულებაში შედის:
🚶‍ გამყოლი (გამყოლი არის ადამიანი, რომელსაც ევალება ტურის ორგანიზება, ასევე ტურზე სანახავ ძეგლებზე და იმ ადგილებზე, სადაც ეს ძეგლები მდებარეობს, მოგიყვებათ კონკრეტულ, მნიშვნელოვან და მთავარ ისტორიებს. თუ ჯგუფს სურვილი ექნება მაგალითად დეტალურად ყველა ეკლესიის ჩუქურთმების, არქიტექტურის, ფრესკების და ა.შ. განხილვა, ამ შემთხვევაში ჯგუფი ქირაობს ადგილობრივ გიდს, რომელიც იმ კონკრეტულ ადგილზე მუშაობს).
🚐 მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშრუტკა)
📸 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

ღირებულებაში არ შედის:
🍔 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.
- დათვების თავშესაფარში შესვლა - 5 ლარი

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 🍔
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი 👟 წინდა 🧦 საწვიმარი ან ქოლგა ☔, თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი 🧢
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 👟🚶‍♂️

🔊 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

⚠️ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

🔊 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
🌞☁️🌤⛈️ამინდზე ორგანოზატორი არ არის პასუხისმგებელი. ტურზე ჩაწერის წინ თავად გადაამოწმეთ ამინდი და ისე ჩაგვეწერეთ. წვიმის გამო ტურები არ გადაიდება. ტური გადაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში სამანქანო გზები თუ დაიკეტება.
💺 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
⌚არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა 📲 (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
🚸 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
🚯 არ ვყრით ნაგავს
🚭 არ ვეწევით მიკროავტობუსში
🍺 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
🥂 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤
Advertisement

Where is it happening?

საქართველოს ბილიკებზე, Republic 24, გიორგი ახვლედიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო,Tbilisi, Georgia

Event Location & Nearby Stays:

\u10e1\u10d0\u10e5\u10d0\u10e0\u10d7\u10d5\u10d4\u10da\u10dd\u10e1 \u10d1\u10d8\u10da\u10d8\u10d9\u10d4\u10d1\u10d6\u10d4

Host or Publisher საქართველოს ბილიკებზე

It's more fun with friends. Share with friends

Discover More Events in Tbilisi

Pitch Decks That Get You Funded: The Adamant Approach to Crafting Decks
Fri Nov 01 2024 at 10:00 am Pitch Decks That Get You Funded: The Adamant Approach to Crafting Decks

Luxembourg

WORKSHOPS TRIPS-ADVENTURES
InsideMyself
Sat Nov 02 2024 at 09:30 am InsideMyself

Sheraton Metechi Palace Hotel,Tbilisi

WORKSHOPS
\u10e1\u10d0\u10ef\u10d0\u10e0\u10dd \u10e8\u10d4\u10ee\u10d5\u10d4\u10d3\u10e0\u10d0 \u10d3\u10d4\u10d9\u10da\u10d0\u10dc \u10d3\u10dd\u10dc\u10d4\u10da\u10d0\u10dc\u10d7\u10d0\u10dc
Sat Nov 02 2024 at 05:00 pm საჯარო შეხვედრა დეკლან დონელანთან

Theatre and Film State University თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

Max Cooper - Mono Hall Tbilisi
Sat Nov 02 2024 at 10:00 pm Max Cooper - Mono Hall Tbilisi

MONO HALL

ART ENTERTAINMENT
\u1c9d\u1c98\u1c93\u1c98\u1c9e\u1c9d\u1ca1 \u1c9b\u1c94\u1ca4\u1c94 \u2022 OEDIPUS REX
Sun Nov 03 2024 at 08:00 pm ᲝᲘᲓᲘᲞᲝᲡ ᲛᲔᲤᲔ • OEDIPUS REX

Silk Factory Studio

ART THEATRE
Extra show: John Maus (US) | Tbilisi | Junkyard
Mon Nov 04 2024 at 07:00 pm Extra show: John Maus (US) | Tbilisi | Junkyard

Junkyard

MUSIC ENTERTAINMENT

What's Happening Next in Tbilisi?

Discover Tbilisi Events