ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული პროგრამა

Schedule

Sat, 25 Oct, 2025 at 12:00 pm

UTC+04:00

Location

გ.ჩუბინაშვილი 50 | Tbilisi, TB

Advertisement
დაიწყო მსმენელების მიღება ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპულ აკრედიტებულ პროგრამაზე, რომელსაც ახორციელებს ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ერთადერთი აკრედიტებული ინსტიტუტი საქართველოში (EAPTI) "მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია".
აკადემიური პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ მომავალი ფსიქოთერაპევტები აღჭურვოს სინთეზური თერაპიული ტექნიკისა და მეთოდოლოგიის ძლიერი ინსტრუმენტებით. იგი მოიცავს მრავალფეროვანი ფსიქოთერაპიული თეორიებისა და პრაქტიკის ინტეგრირებას რთული კლინიკური გამოწვევების მოსაგვარებლად.
🔸 პროგრამის მიმოხილვა
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სასწავლო პროგრამა გთავაზობთ სხვა და სხვა აღიარებული ფსიქოთერაპიული მოდალობების სინთეზური, საავტორო მოდელის სიღრმისეულ შესწავლას და წარმოდგენილია ფსიქოდინამიკური, ჰუმანისტური, კოგნიტურ - ბიჰევიორული, თანამედროვე ჰიპნოთერაპიის, ნეირო ლინგვისტური პროგრამირების თერაპიული მოდელისა და სტარეტეგიული ფიქოთერაპიის უნიკალური სინთეზის სახით. კურსდამთავრებულები შეიძენენ ღრმა თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს, რაც აუცილებელია კლიენტის ეფექტური, ჰოლისტური თერაპიისთვის.
🔸 პროგრამის სასწავლო მიზნები:
☑️ თეორიული ინტეგრაცია: ძირითადი ფსიქოთერაპიული სკოლების მეთოდოლოგიური ფუძემდებლური პრინციპების, მათ შორის ფსიქოდინამიკური, ჰუმანისტური, კოგნიტურ-ბიჰევიორული, თანამედროვე ჰიპნოთერაპიის, ნეირო ლინგვისტური პროგრამირების თერაპიული მოდელისა და სტარეტეგიული ფიქოთერაპიის, შესწავლა და მათი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობების სიღრმისეული გაგება
☑️ კლინიკური გამოყენება: სხვადასხვა თერაპიული მეთოდოლოგიისა და ტექნიკის ინტეგრირების უნარის განვითარება, რათა შექმნათ კლიენტის უნიკალურ საჭიროებებზე მორგებული მკურნალობის გეგმები და სტრატეგია
☑️ კვლევასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკა: მტკიცებულებაზე დაფუძნებული კლინიკურ პრაქტიკაში ჩართვა თერპიული ინტერვენციების გაძლიერების მიზნით
☑️ ეთიკური და კულტურალური კომპეტენციები: თერაპიულ პრაქტიკაში ეთიკური მოსაზრებებისა და კულტურული სენსიტიურობის ღრმა გაგების ხელშეწყობა.
🔸 პროგრამის სტრუქტურა:
ხანგრძლივობა: 5 წელი
ფორმატი: ჰიბრიდული (შერეული - ფიზიკური და ონლაინ დასწრება)
სასწავლო კომპონენტები: პროგრამა შედგება 5 კომპონენტისგან:
1️⃣ თეორია -მეთოდოლოგია
2️⃣ პირადი ფსიქოთერაპია (ჯგუფური და ინდივიდუალური)
3️⃣ კლინიკური პრაქტიკა
4️⃣ სუპერვიზია
5️⃣ კვლევა
თითოეული მათგანი ფოკუსირებულია ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პრატიკული განხორციელების სხვა და სხვა ასპექტზე.
შეფასება: მონაწილეები შეფასდებიან წერილობითი დავალებების, პრაქტიკული სამუშაოს და ქეისის ანალიზის საშუალებით, ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობითა და კვლევითი ნაშრომის დაცვით.
🔸 ვისთვის არის პროგრამა (პროგრამაზე მიღების მინიმალური წინაპირობები)
☑️ ბაკალავრის ხარისხის ფლობა სოციალურ და ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებში (ფსიქოლოგია,მედიცინა სოციალური მუშაობა, პედაგოგიკა და ა.შ)
☑️ ჯანდაცვის პროფესიონალები (ოჯახის ექიმები, პედიატრები, ენდოკრინოლოგები, გინეკოლოგები, ონკოლოგები, ნევროლოგები, სტომატოლოგები, ფსიქიატრები, ასევე ამ დარგების საშუალო რგოლის სპეციალისტები), ფსიქოკონსულტანტები, კლინიკური, სკოლის და ბაღის ფსიქოლოგები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავიანთ პრაქტიკაში ფსიქოთერაპიული ტექნიკის ჩართვით.
🔸 აკადემიური პერსონალი:
პროგრამის აკადემიური პერსონალი წარმოდგენილია დარგის ადგილობრივი და ევროპელი ექსპერტებით, ინფორმაცია იხ. https://shorturl.at/efQvn
🔸 მნიშვნელოვანი თარიღები:
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის 22 სექტემბერი
პროგრამის დაწყების თარიღი: 2025 წლის 25 ოქტომბერი
სწავლის ღირებულება: წლიური 2500 ევროს ექვივალენტი ლარში, შესაძლებელია წლიური თანხის ოთხჯერადი გადახდა (ღირებულება მოიცავს სწავლის ხუთივე კომპონენტს).
🔸 რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://shorturl.at/KV3Lg
❗ რეგისტრაციის მეორე ეტაპზე, საბუთების გამოგზავნის შემდეგ, საჭიროა მათი განხილვისა და გასაუბრების ღირებულების, 100 ლარის გადახდა. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება, ხოლო პროგრამაზე მიღების შემთხვევაში გამოაკლდება სწავლის პირველი ტრიმესტრის გადასახადს.
მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს https://shorturl.at/McCao ან დაგვიკავშირდეთ:
[email protected]
598 53 53 88
მისამართი: თბილისი, ჩუბინაშვილის 50
გისურვებთ წარმატებულ მოგზაურობას ტრანსფორმაციულ საგანმანათლებლო პროცესში კვალიფიციური ფსიქოთერაპიული განათლებისთვის საქართველოში!
Advertisement

Where is it happening?

გ.ჩუბინაშვილი 50, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა 48, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Event Location & Nearby Stays:

\u10db\u10d4\u10dc\u10e2\u10d0\u10da\u10e3\u10e0\u10d8 \u10ef\u10d0\u10dc\u10db\u10e0\u10d7\u10d4\u10da\u10dd\u10d1\u10d8\u10e1 \u10d3\u10d0 \u10d8\u10dc\u10e2\u10d4\u10d2\u10e0\u10d8\u10e0\u10d4\u10d1\u10e3\u10da\u10d8 \u10e4\u10e1\u10d8\u10e5\u10dd\u10d7\u10d4\u10e0\u10d0\u10de\u10d8\u10d8\u10e1 \u10e1\u10d0\u10d4\u10e0\u10d7\u10d0\u10e8\u10dd\u10e0\u10d8\u10e1\u10dd \u10d0\u10d9\u10d0\u10d3\u10d4\u10db\u10d8\u10d0

Host or Publisher მენტალური ჯანმრთელობის და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია

It's more fun with friends. Share with friends

Discover More Events in Tbilisi

Mutant Festival Showcase
Fri, 24 Oct at 03:00 pm Mutant Festival Showcase

4 Dimitri Uznadze Street, Tbilisi, Georgia

FESTIVALS
\u041f\u0440\u043e\u0433\u0440\u0430\u043c\u043c\u0430 \u043f\u043e \u0413\u0435\u0448\u0442\u0430\u043b\u044c\u0442-\u0442\u0435\u0440\u0430\u043f\u0438\u0438 \u043f\u043e \u0441\u0442\u0430\u043d\u0434\u0430\u0440\u0442\u0430\u043c EAGT
Wed, 29 Oct at 10:00 am Программа по Гештальт-терапии по стандартам EAGT

Lado Asatiani Street, 14A, Тбилиси, Грузия

\ud83c\uddec\ud83c\uddf7\u10d9\u10dd\u10e0\u10e4\u10e3 \u10ef\u10d2\u10e3\u10e4\u10e3\u10e0\u10d8 \u10e2\u10e3\u10e0\u10d8 31.10 - 05.11
Fri, 31 Oct at 01:05 pm 🇬🇷კორფუ ჯგუფური ტური 31.10 - 05.11

22 Shota Rustaveli Ave, Tbilisi 0108, Тбилиси, Грузия

ORIGINAL ENIGMA VOICES - TBILISI - POWERED BY MONO HALL
Fri, 31 Oct at 07:00 pm ORIGINAL ENIGMA VOICES - TBILISI - POWERED BY MONO HALL

District 4

MUSIC CONCERTS
Mon, 03 Nov at 07:00 pm The Rasmus in Tbilisi

ElektroYard

CONCERTS MUSIC
The Rasmus - for the first time in Tbilisi
Mon, 03 Nov at 08:00 pm The Rasmus - for the first time in Tbilisi

Elektrowerk

MUSIC ENTERTAINMENT

What's Happening Next in Tbilisi?

Discover Tbilisi Events