ინტეგრირებული არტ თერაპია
Schedule
Sat, 20 Sep, 2025 at 05:30 pm
UTC+04:00Location
14ბ ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, 0160 Tbilisi, Georgia | Tbilisi, TB
Advertisement
🎨აღმოაჩინეთ არტთერაპიის სამყარო!20 სექტემრიდან იწყება ახალი ჯგუფის მიღება!
🎨 არტი — ფსიქოთერაპიის ენაზე. 🌀 ფსიქოთერაპია — ხელოვნების ენაზე.
შეიცანით ხელოვნების სამკურნალო ძალა!
♦️PIEC - ფსიქოთერაპიისა და საერთაშორისო განათლების ცენტრი გიწვევთ პროფესიულ 1-წლიან ინტეგრირებულ არტ თერაპიის თეორიულ-პრაქტიკულ კურსზე, სადაც ხელოვნება ერწყმის ფსიქოთერაპიის სხვადასხვა თანამედროვე მიდგომებს.
ჩვენი უნიკალური პროგრამა აერთიანებს ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მიმართულებას ერთიან სასწავლო ჩარჩოში:
🖌️ ფსიქოდინამიური თერაპია – შინაგანი კონფლიქტებისა და გაუცნობიერებელი შრეების კვლევისთვის;
🖌️ ფსიქოსინთეზი – შინაგანი სტრუქტურების აღიარებისა და პიროვნული მთლიანობისთვის;
🖌️ გეშტალტთერაპია – ცნობიერების გაღვიძებისთვის "აქ და ახლა";
🖌️ ფსიქოდრამა – შინაგანი სცენების მოქმედებით გათამაშება;
🖌️ ტრანზაქციული ანალიზი – შინაგანი როლებისა და ურთიერთდამოკიდებულების დინამიკის შესაცვლელად;
🖌️ ეგზისტენციალური თერაპია – არსებითი კითხვების გასაშუქებლად და ღირებულებების გასაზიარებლად;
🖌️ ნეიროლინგვისტური პროგრამირება (NLP) – ენის, არაცნობიერისა და ქცევის დაკავშირებისთვის;
🖌️ პოზიტიური ფსიქოთერაპია – პიროვნული რესურსების გაძლიერებისთვის;
🖌️ ოჯახური სისტემური ფსიქოთერაპია – როლებისა და ურთიერთდამოკიდებულებების სისტემური ანალიზისთვის;
🖌️ მოკლევადიანი ფსიქოთერაპია – სტრუქტურირებული და მიზანმიმართული მუშაობისთვის;
🖌️ სხეულზე ორიენტირებული თერაპია – სხეულში ჩარჩენილი ემოციებისა და მეხსიერების განთავისუფლებისთვის;
♦️რას მიიღებთ კურსის დასრულების შემდეგ:
🖌️ არტ თერაპიის და სხვადასხვა მოდალობების თეორიისა და პრაქტიკის საბაზისო ცოდნას გამოცდილი პროფესიონალებისგან;
🖌️ უნარს, გამოიყენოთ სხვადასხვა არტ-თერაპიული ტექნიკები ემოციური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად;
🖌️ თვითშემეცნების განვითარებულ უნარებს შემოქმედებითი პროცესების მეშვეობით;
🖌️ რეალურ სიტუაციებში მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას;
🖌️ დიაგნოსტიკური, კორექციული და თერაპიული მეთოდების ფლობას;
🖌️ ჯგუფური თერაპიის წარმართვის გამოცდილებას;
♦️კურსის მოდულები:
1. ბავშვთა და მოზარდთა არტ თერაპია – ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით მუშაობა;
2. ოჯახური ფსიქოლოგია და არტ თერაპია – ოჯახური დინამიკის შესწავლა ხელოვნების მეშვეობით;
3. ჰელინგერის განლაგებები არტში – სისტემური მიდგომების ინტეგრაცია ხელოვნებასთან;
4. ფსიქოლოგიური კონსულტირება და არტთერაპიული მიდგომები – კონსულტირების პროცესში არტის გამოყენება;
5. ხატვითი თერაპია – ფერებისა და ფორმების ენით თვითგამოხატვა;
6. ძერწვა – სამგანზომილებიანი თვითგამოხატვა და ტაქტილური მუშაობა;
7. ნეიროგრაფიკა – ნეირონული კავშირების ტრანსფორმაცია ვიზუალური ხელოვნებით;
8. კოლაჟირება – არსებული გამოსახულებების რეორგანიზაცია ახალი მნიშვნელობების შესაქმნელად;
9. მანდალათერაპია – წრიული სიმბოლიკის გამოყენება ფსიქიკური მთლიანობის აღსადგენად;
10. მონოტიპია – სპონტანური გამოსახულებების შექმნა და ინტერპრეტაცია;
11. ბიბლიოთერაპია – ლიტერატურული ნაწარმოებების თერაპიული გამოყენება;
12. კინო და ფოტოთერაპია – ვიზუალური მედიის თერაპიული პოტენციალი;
13. ფოლგასთან მუშაობა – ალტერნატიული მასალების გამოყენება შემოქმედებით პროცესში;
14. მუსიკალური თერაპია – ბგერებისა და რიტმის სამკურნალო ეფექტი;
15. ქვიშა თერაპია – სიმბოლური თამაში სამგანზომილებიან სივრცეში;
16. ქსოვილოვანი თერაპია – ტექსტილის გამოყენება თვითგამოხატვისთვის;
17. ლანდშაფტური არტთერაპია – ბუნებრივ გარემოში შემოქმედებითი მუშაობა;
18. წერითი ტექნიკები – თერაპიული წერის მეთოდები;
19. მეტაფორული ბარათები – ასოციაციური ინსტრუმენტების გამოყენება;
20. ზღაპართერაპია – ნარატიული მიდგომები და სიმბოლური ისტორიები;
21. არტკომიქსები – ვიზუალური თხრობა თერაპიულ კონტექსტში;
22. იკიგაი არტი – ცხოვრების მიზნის პოვნა შემოქმედებითი გზით;
23. არტ ქოუჩინგი – ხელოვნების გამოყენება პიროვნული განვითარებისთვის;
24. NLP არტი – ნეიროლინგვისტური პროგრამირების პრინციპების ინტეგრაცია ხელოვნებასთან;
♦️სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა: 248 საათი
♦️ყოველი არტთერაპიული სესია ამ მიდგომების სიღრმისეული სინთეზით იქცევა ღრმა შემეცნებით დიალოგად საკუთარ თავთან, ემოციების გამოხატვის გზად და სივრცედ, სადაც ბუნებრივად იბადება ცვლილება.
ეს არის ადგილი, სადაც ხელოვნება ხვდება ფსიქოთერაპიას — და აქ იბადება თქვენი შინაგანი მოძრაობის ნამდვილი ძალა.
📌ვისთვისაა კურსი:
კურსი განკუთვნილია ფსიქოლოგებისთვის, მასწავლებლებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის და ყველასთვის, ვისაც სურს შემოქმედებითი მიდგომით დაეხმაროს საკუთარ თავს და სხვებს.
📌ხელოვნებაში წინასწარი ცოდნა და გამოცდილება აუცილებელი არ არის — მთავარი სურვილია, რომ უკეთ შეიცნო საკუთარი თავი!
გამოსცადეთ და გააზიარეთ არტ-თერაპიის ძალა!
♦️უნიკალური შესაძლებლობაა ყველა მოდალობის არტ-თერაპიის ტექნიკები გამოსცადით საკუთარ თავზე, რაც მოგცემთ შესაძლებლობას არა მხოლოდ შეიგრძნოთ მათი ეფექტი, არამედ გახდეთ ამ ტრანსფორმაციული პროცესის გამტარი სხვებისთვის.
📌პირადი გამოცდილებით:
🔸 აღმოაჩენთ მეთოდების ტრანსფორმაციულ პოტენციალს;
🔸 შეაფასებთ თითოეული ტექნიკის ემოციურ ზემოქმედებას;
🔸 გაიგებთ, როგორ ცვლის შემოქმედებითი პროცესი შინაგან მდგომარეობას;
საკუთარ თავზე არტ-თერაპიის ტექნიკების გამოცდით იძენთ არა მხოლოდ პრატიკულ ცოდნას, არამედ ემპათიურ გაგებას, თუ როგორ შეიძლება შემოქმედებითი პროცესი გახდეს გამაჯანსაღებელი ძალა სხვების ცხოვრებაში.
♦️ეს ცოდნები გარდაიქმნება პროფესიულ უნარ-ჩვევებად, რის შედეგადაც თქვენ შეძლებთ:
🔸 ზუსტად შეარჩიოთ ტექნიკები კლიენტის საჭიროებების შესაბამისად;
🔸 ჩაატაროთ კვალიფიციური დიაგნოსტიკა;
🔸 დაგეგმოთ ინდივიდუალური და ჯგუფური სესიები;
🔸 იმუშაოთ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან;
🔸 მოარგოთ მეთოდები სხვადასხვა ფსიქოლოგიურ პრობლემას;
🔸 შეიმუშაოთ ინდივიდუალური თერაპიული გეგმები;
🔸 გამოიყენოთ ტექნიკები სტრესის მართვის, ემოციური ინტელექტის და პიროვნული ზრდის პროგრამებში;
🔸 მხარი დაუჭიროთ კლიენტებს ემოციური რესურსების აღმოჩენისა და გააქტიურების პროცესში
🔸 ეფექტურად წაახალისოთ ფსიქიკური მდგრადობის განვითარება სხვადასხვა სირთულის პირობებში
👉📌დაიწყეთ არტ თერაპიაში მოგზაურობა, პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის დღესვე!
კურსის წამყვანი ტრენერები:
📌👉ლალი კოკაია - ECP- ევროპის აკრედიტირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP-ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი , ICF ქოუჩი, საქართველოს ნეირო ლინგვისტური ფსიქოთერაპიისა და ნეირო ლინგვისტური პროგრამირების ასოციაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი. PIEC-ფსიქოთერაპიისა და საერთაშორისო განათლების სასწავლო ცენტრის დამფუძნებელი.
👉📌ნანა დაშნიანი -ECP- ევროპის აკრედიტირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP-ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი, ICF ქოუჩი; საქართველოს ნეირო ლინგვისტური ფსიქოთერაპიისა და ნეირო ლინგვისტური პროგრამირების ასოციაციის დამფუძნებელი, ვიცე პრეზიდენტი. PIEC-ფსიქოთერაპიისა და საერთაშორისო განათლების სასწავლო ცენტრის დამფუძნებელი, დირექტორი.
❕სასწავლო პროგრამის ფორმატი: ჰიბრიდული ( საჭიროების შემთხვევაში)
❕ კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი;
❕კურსის ღირებულება: 3500 ლარი.
❕წყვილში დარეგისტრირების და ერთიანად თანხის გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
📢მნიშვნელოვანი! კურსზე ადგილის დასაჯავშნად, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ საჭიროა სრული ღირებულების 20%-ის გადახდა.
‼️ადგილი დადასტურდება მხოლოდ საწყისი გადახდის შემდეგ ანგარიშის ნომერი:
თიბისი - GE18TB7654945067800002
ფსიქოთერაპიისა და საერთაშორისო განათლების ცენტრი;
👉‼️დანიშნულებაში მიუთითეთ ტრენინგის დასახელება.
ინტეგრირებული არტ თერაპიის თეორიულ პრაქტიკულ კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ სარეგისტრაციო ბმულს:
🔗 https://forms.gle/yB5WMFxibWQVRB4F8
👉‼️კურსის დაწყების თარიღი 22 სექტემბერი
‼️რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
‼️შეხვედრები მიმდინარეობს კვირაში ორჯერ - 19:30-დან – 22:30 სთ-მდე
📌❕იჩქარეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
👉დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ-
📧[email protected]
📩Facebook-ის პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით
📲599 44 86 67 / 597 14 70 70
Advertisement
Where is it happening?
14ბ ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, 0160 Tbilisi, Georgia, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 14, თბილისი, საქართველო, Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays: