ილიზაბეტ ლუკასის "ეგზისტენციალური თვითჭვრეტა"
Schedule
Sat, 20 Dec, 2025 at 06:00 pm
UTC+04:00Location
უშანგი ჩხეიძის ქუჩა 5, თბილისი, საქართველო | Tbilisi, TB
Advertisement
ვინ ვარ? თითქოს მარტივი კითხვაა, მაგრამ რაოდენ ღრმა და უკიდეგანო...სამყაროსავით...და ვინ ვარ მე ამ სამყაროში? ერთი წერტილი, ამოსუნთქვა, სხივი, რომელიც გაქრება და არავის ემახსოვრება თუ მე ვიტევ სამყაროს? და თუ ასეა, მაშინ რა საზრისი დევს ამ ყველაფერში? სად ვეძებო? როგორ ვიპოვო? ჩემში თუ ჩემი ცხოვრებისეული გზის ნაკვალევში?...ვიქტორ ფრანკლის მოსწავლე, ელიზაბეტ ლუკასი გვთავაზობს საზრისული თვითჭვრეტის პრაქტიკას "მედიტაცია სანთლით".
ეს არ არის "მედიტაცია" ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით... ეს არის ეგზისტენციალური თვითდაკვირვება მის არაჩვეულებრივად მომნუსხველ, სიღრმისეულ ტექსტში "ჩაძირვით", რომელიც "შარკოს შხაპივით" ხვდება გულს და ღირებული აღმოჩენების წყარო ხდება.
წლის ბოლო სწორედ ის პერიოდია, როცა განვლილი პერიოდის ერთგვარი ლუსტრაცია უნდა მოვახდინოთ და 2026-ში სიმტკიცითა და საზრისით შევაბიჯოთ.
გეპატიჟებით ჩვენს მყუდრო სივრცეში, სადაც კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაციის პრეზიდენტი - ნინო ბერძნიშვილი თქვენთვის "ეგზისტენციალური თვითჭვრეტის" კარს შეაღებს.
დასწრების ღირებულება - 30 ლარი (შეგროვებული თანხა მოხმარდება ქართულ ენაზე ლოგოთერაპიასა და ეგზისტენციალურ ანალიზში წიგნის თარგმნას)
რეგისტრაციისთვის, აუცილებელია მოგვწეროთ და გადმოგვიგზავნოთ ჩარიცხვის სქრინი, რის შემდეგაც მიიღებთ დამატებით ინსტრუქციებს შეხვედრის შესახებ.
Advertisement
Where is it happening?
უშანგი ჩხეიძის ქუჩა 5, თბილისი, საქართველო, უშანგი ჩხეიძის ქუჩა 5, თბილისი, საქართველო, Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays:
Know what’s Happening Next — before everyone else does.











