თეა გოგოტიშვილის სალონური საუბრები
Schedule
Tue, 10 Mar, 2026 at 08:00 pm
UTC+04:00Location
თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო | Tbilisi, TB
Advertisement
📣 აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, „ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოლოგია" ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ფსიქოლოგიის დოქტორ, ევროპული - EAGT აკრედიტაციის მფლობელ, EAP სერტიფიცირებულ გეშტალტ ფსიქოთერაპევტ თეა გოგოტიშვილთან.➡️ თემა - „გარემოს ფსიქოლოგია"
შეხვედრა შეეხება იმას, თუ როგორ მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე სივრცე, ადამიანები, მოვლენები და ყოველდღიური სიტუაციები. საუბარი იქნება კონტაქტზე, ურთიერთქმედებაზე და იმაზე, თუ როგორ ვქმნით ჩვენს გამოცდილებას გარემოსთან ურთიერთობით.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა მსჯელობასა და პრაქტიკულ ფსიქოლოგიურ სავარჯიშოებს კონკრეტულ ხერხებს, რომლებიც დაგეხმარებათ გააცნობიეროთ გარემოსთან თქვენი კონტაქტის სტილი, გააძლიეროთ ადაპტაციის უნარი და უფრო შეგნებულად მართოთ თქვენი ურთიერთობა გარემოსთან.
📅 შეხვედრის თარიღი: 10 მარტი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
🔖 დასწრების საფასური: 50₾
🔖 სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ „საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
📍მისამართი: თინა იოსებიძის #57
✅ რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/jtQgxwKH
🔗 სრულ ციკლზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/Htl7Bdpj
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement
Where is it happening?
თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays:
Know what’s Happening Next — before everyone else does.





