დედები თავისუფლებისთვის!
Schedule
Sun, 02 Nov, 2025 at 07:00 pm
UTC+04:00Location
ფილარმონია | Tbilisi, TB
                  		Advertisement
                   		                   		 
                  	
                  
                                    
                  ჩვენი შვილები და მათი მომავალი საფრთხეშია.2 ნოემბერს, 19:00 საათზე, ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობას გავმართავთ დედები - სოლიდარობისთვის, თავისუფლებისთვის, ჩვენი შვილებისთვის.
დღეს, როცა საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს და ბავშვებს საკვების ძებნა ნაგვის ურნებში უწევთ, ქვეყნის არა-ლეგიტიმური ხელისუფლება ბიუჯეტიდან მილიონებს იპარავს.
ბავშვები საბავშვო პარკებსა და ჭებში იღუპებიან უსაფრთხოების წესების უგულებელყოფის გამო.
ინიცირებულია განათლების “რეფორმა”, რომელიც ზრდის სახელმწიფო კონტროლს სკოლებსა და უნივერსიტეტებზე და ზღუდავს ახალგაზრდების აკადემიურ თავისუფლებასა და საერთაშორისო შესაძლებლობებს.
ბაზარი სავსეა უხარისხო პროდუქტებით, ხოლო ხილ-ბოსტნეული ხშირად პესტიციდებით გაჯერებულია - სათანადო კონტროლის გარეშე.
დიდ ქალაქებში ჰაერის დაბინძურება საგანგაშო ნიშნულს აღწევს.
ჯანდაცვის სისტემა გაუმართავია, ხოლო კორუფცია სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებშიც ღრმად არის გამჯდარი.
სისტემის წინააღმდეგ მებრძოლ დედებს აპატიმრებენ.
სოლიდარობა დედებს, ვინც სისტემამ დაატყვევა. სოლიდარობა დედებს, რომელთა შვილებიც პოლიტიკური პატიმრები არიან.
გამოდი შვილებისთვის - მათი უსაფრთხოებისთვის, ჯანმრთელობისთვის და მომავალისთვის!
ქვეყანა ევროპულ გზაზე უნდა დავაბრუნოთ!
                    	 
                    	 Advertisement
                    	                    		 
                    
                  
                  Where is it happening?
ფილარმონია, Biblus - ბიბლუსი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays:
 
								
									Know what’s Happening Next — before everyone else does. 
								
							









