დავით ხოსიტაშვილის წიგნის "კლასიკური მუსიკის ჩაწერის ხელოვნების ასპექტები" პრეზენტაცია
Schedule
Sat, 01 Nov, 2025 at 05:00 pm
UTC+04:00Location
იოანე შავთელის ქუჩა 26, თბილისი, საქართველო | Tbilisi, TB
Advertisement
„კლასიკური მუსიკის ჩაწერის ხელოვნების ასპექტები“ არის გამოკვლევა, რომელიც დეტალურად შეისწავლის კლასიკური მუსიკის სტუდიურ და საკონცერტო ჩაწერის მრავალმხრივ ასპექტს. წიგნი ეყრდნობა ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ და ტექნიკურ მხარეებს, რათა გაუმარტივოს მუსიკოსებსა და ხმის რეჟისორებს ჩაწერის პროცესი. ამ ნაშრომში განხილულია, თუ როგორ შეიძლება მუსიკოსის ემოციური სტაბილურობა და ინტერპრეტაცია გამოვლინდეს სტუდიაში და როგორ უწყობს ხელს ამ პროცესს ტექნოლოგია.წიგნი სიღრმისეულად განიხილავს, როგორ უნდა მოემზადონ მუსიკოსები ფსიქოლოგიურად, რათა შეინარჩუნონ კონცენტრაცია და ემოციური სტაბილურობა სტუდიური ჩანაწერის შესრულებისას. აქ განიხილება თვითკრიტიკისა და თვითდაჯერებულობის საკითხები, რომლებიც ხშირად გართულებულია ჩაწერის პროცესში. ის ემსახურება როგორც მუსიკოსებს, ისე სტუდიურ ტექნიკოსებს, რომლებიც პროფესიონალურად უზრუნველყოფენ კლასიკური მუსიკის ჩაწერის ურთულეს და მისტიკურ ხელოვნებას.
კვლევაში ადგილი ეთმობა ჩაწერის მეთოდიკას, მოსმენის უნარ-ჩვევებს, პროფესიულ ურთიერთობებს, ტექნიკური უსაფრთხოების ზომებსა და სხვადასხვა სახის პრაქტიკულ რჩევებს, რაც ხარისხიანი სტუდიური ჩაწერის განმაპირობებელია.
ნაშრომი მათთვისაა, ვისაც უკვე აქვს გარკვეული წარმოდგენა აუდიოჩაწერაზე. იცის კლასიკური თუ სხვა ჟანრის მუსიკის ჩაწერის სპეციფიკა, მაგრამ სჭირდება ამ დარგის უფრო ღრმად შესწავლა.
Advertisement
Where is it happening?
იოანე შავთელის ქუჩა 26, თბილისი, საქართველო, იოანე შავთელის ქუჩა 26, თბილისი, საქართველო, Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays:
Know what’s Happening Next — before everyone else does.
![\u10d5\u10d0\u10e8\u10da\u10dd\u10d5\u10d0\u10dc\u10d8: \u10db\u10d8\u10ef\u10dc\u10d8\u10e1\u10e7\u10e3\u10e0\u10d4\/\u10de\u10d0\u10dc\u10e2\u10d8\u10e8\u10d0\u10e0\u10d0\/\u10e1\u10d0\u10db\u10e3\u10ee\u10d8 [1-2 \u10dc\u10dd\u10d4\u10db\u10d1\u10d4\u10e0\u10d8]](https://cdn-ip.allevents.in/s/rs:fill:500:250/g:sm/sh:100/aHR0cHM6Ly9jZG4tYXouYWxsZXZlbnRzLmluL2V2ZW50czEwL2Jhbm5lcnMvODk1MWFlMTA3M2Y3NmJlMDk0YTNmN2NlYzEyM2JkODYwNzc1OGM2YjNhMGI3YWM2YmZhMDJkOGQ0YTJlODA2Zi1yaW1nLXcxMTM3LWg2NDAtZGNhNzkyNzgtZ21pcj92PTE3NjEzNzc5MzE.avif)









