არომატების ფსიქოლოგია
როგორ მოქმედებს სუნი ჩვენს განწყობაზე, აღქმაზე, სიმპათიაზე, მიზიდულობასა და გადაწყვეტილებებზე?
და საერთოდ, რამდენად კარგად ვიცნობთ საკუთარ არომატულ არჩევანს?
ამ შეხვედრაზე ვისაუბრებთ:
• როგორ ამუშავებს ტვინი სუნს;
• რატომ არის არომატი პირდაპირ კავშირში ემოციებთან და მეხსიერებასთან;
• როგორ იყენებენ სურნელს მარკეტინგში, სივრცეების დიზაინსა და რეკლამაში;
• რატომ იქცევა ზოგი სუნამო „იდენტობად“და არა უბრალოდ სურნელად.
შეხვედრის მეორე ნაწილი კი მთლიანად განსხვავებული ფორმატის იქნება და ბევრისთვის ახალ და უნიკალური გამოცდილებად იქცევა:
„ბრმა პაემანი სუნამოებთან“
რამდენიმე სურნელს გავიცნობთ ისე, რომ წინასწარ არ გვეცოდინება:
არც ბრენდი,
არც ფასი,
არც ისტორია.
შევეცდებით მხოლოდ აღქმაზე დაყრდნობით გავიგოთ:
როგორ ადამიანს შეიძლება ეკუთვნოდეს ეს არომატი?
რას ვგრძნობთ მასთან შეხებისას?
ნდობას იწვევს თუ დისტანცირება გვინდება?
რა შთაბეჭდილებას დატოვებდა ადამიანი ასეთი სურნელით?
ეს არ იქნება უბრალოდ სუნამოების ტესტირება.
ეს იქნება პატარა ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი - ადამიანების, ემოციებისა და აღქმის შესახებ.
შეხვედრა განკუთვნილია ნებისმიერი პროფესიის ზრდასრული ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს არომატების გავლენა ჩვენს შინაგან სამყაროზე.
განსაკუთრებული თხოვნაა, შეხვედრაზე მოერიდოთ მკვეთრი, „დიდი შლეიფის“ მქონე პარფიუმით მოსვლას, რათა ხელი არ შევუშალოთ ადგილზე განხილული არომატების აღქმას.
შეხვედრაზე გამოყენებულია სუნამოები პირადი კოლექციიდან.
შეხვედრის ორგანიზატორები: ხათუნა ხაჟომია (ფსიქოლოგი) და ირინა ტაბუციძე (ფსიქოლოგი).
გელოდებით, 19 ივნისს, 20.00.
შეხვედრა გაგრძელდება 2 სთ.
გაითვალისწინეთ, შეგვიძლია მხოლოდ 12 ადამიანის გამასპინძლება.
რეგისტრაციის ლინკი: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc5i28vgahXi2U7EPLWfTF5iWZbIBh3B57MZdTXpjUdLyOJLg/viewform?usp=publish-editor
Where is it happening?
Event Location & Nearby Stays:




![\u10d2\u10dd\u10db\u10d8\u10e1\u10db\u10d7\u10d0 + \u10e5\u10dd\u10d1\u10e3\u10da\u10d4\u10d7\u10d8 [20-21 \u10d8\u10d5\u10dc\u10d8\u10e1\u10d8]](https://cdn-ip.allevents.in/s/rs:fill:500:250/g:sm/sh:100/aHR0cHM6Ly9jZG4tYXouYWxsZXZlbnRzLmluL2V2ZW50czcvYmFubmVycy9lMzUxMTg2YzljZjk5YWY1ZmU1MDU0ZWMxYmQ1NGJlNDY2NTMzNzY3YmMzMmQ0OWY4OTZmMGI3YmIyMDEyM2YyLXJpbWctdzEyMDAtaDY3NS1kY2E5ODk2MS1nbWlyP3Y9MTc4MDAyNTE3NA.avif)











