Vitalic - Ucha - Guri de Sal | Mono Hall Tbilisi

Schedule

Sat, 04 Mar, 2023 at 10:00 pm

Location

MONO HALL | Tbilisi, TB

4 მარტს - MONO HALL წარმოგიდგენთ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, ელექტრონული მუსიკის ფრანგ დიჯეის და პროდიუსერს - VITALIC.
Pascal Arbez-Nicolas-მა სასცენო სახელით - VITALIC, პირველი ნამუშევრების გამოქვეყნება 1996-97 წლებში დაიწყო. მოგვიანებით არტისტი დაუმეგობრდა ფრანგ ტექნო პროდიუსერს The Hacker, რომელმაც VITALIC-ს შესთავაზა, რომ მისი ახალი ტრეკები DJ Hell-ისთვის გაეგზავნა, ვინც იმ პერიოდში მუსიკალურ ლეიბლ International DeeJay Gigolo Records ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით 2001 წელს, VITALIC-მა ზემოთხსენებულ ლეიბლზე Poney EP გამოუშვა, რამაც უდიდესი პოპულარობა მოუტანა არტისტს ძალიან მოკლე დროში, ხოლო ტრეკი "La Rock 01" კლუბური მუსიკის ერთგვარ ჰიმნად იქცა და 2001 წლის ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი ჰიტიც გახდა.
VITALIC დღემდე განაგრძობს ახალი ალბომებისა და სინგლების გამოქვეყნებას, რომლებიც აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ფილმებში და პოპულარული ბრენდების სატელევიზიო რეკლამებში. კერძოდ კი მისი ნამუშევარი "Poison Lips" გამოყენებულია 2012 წლის ფილმში "Dredd" და ასევე AMAZON-ის 2016 წლის სატელევიზიო რეკლამისთვის.
2016 წლის მიწურულს, VITALIC-მა ევროპის ტურნე დაიწყო და სხვადასხვა ევროპული ქვეყნების საუკეთესო სცენებზე, შთამბეჭდავი და სანახაობრივი შოუ გამართა. 2021 წელს კი, არტისტმა ახალი ალბომი Dissidaence Episode 1 გამოსცა, რომლის ფარგლებშიც, არტისტის მსოფლიო ტურნე დაიგეგმა.
2021 წელს, VITALIC-ის ტრეკი "Waiting For The Stars", გამოყენებულ იქნა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრენდების Gucci და Balenciaga-ს ჩვენებებზე.
4 მარტს, მსმენელის წინაშე ასევე წარსდგება, ლოკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტები: Ucha და Guri De Sal.
------
Skywalker Visuals - ლუკა პაპაშვილის მიერ შექმნილი, აუდიოვიზუალური და მულტიმედია პროექტია, რომელიც ძირითადად ელექტრონული მუსიკის ივენთებისთვის არის გათვლილი. პროექტი საქართველოში 2 წელიწადს ითვლის და უკვე მრავალჯერადად მოერგო ისეთ ივენთებს თუ სივრცეებს როგორიც არის: RIKEZE, KHIDI (G2), TREAABAL, SUMMER SET ,PSYLOSOPHY, PORTALL, HOLOSEUM,TKESHI, MONOHALL და სხვა.
Skywalker Visuals-ს შექმნილი აქვს ლაივ ვიზუალური კოლაბორაცია არტისტებთან: KASST, NICO MORENO, LILLY PALMER, MONOLINK, THE BLAZE, OUTSIDERS, POLOCORP, OCTAVE ONE, HVOB.
პროექტის მთავარი მიზანია, აუდიო ინტერაქციული იმპულსების შესაბამისი ვიზუალური ინტერპრეტაცია, რაც ხდება LIVE რეჟიმში და ხშირად LED ეკრანის დახმარებით გამოისახება, იქნება ეს ცალკეული ინსტალაცია თუ სცენის მაპინგი პროგრამა: Touchdesigner-ის საშუალებით.
Skywalker Visuals - MONO HALL-ში გამართულ ღონისძიებებს, უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის, აუდიო-რეაქტიული ვიზუალით.
Skywalker Visuals-ის ნამუშევრები, შეგიძლიათ აქ დაათვალიეროთ: https://linktr.ee/skywalker_visuals
------

22:30 - Guri De Sal
02:00 - VITALIC
03:15 - Ucha
------
♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+
? მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 577 777 949
? ბილეთები: tkt.ge/VitalicMonoHall
------
◾ სტანდარტული ბილეთები:
▪კალათა I - 40₾
▪კალათა II - 50₾
▪კალათა III - 60₾
▪კალათა IV - 70₾

? VIP ბილეთები მეტი კომფორტისთვის - 80₾ [რაოდენობა შეზღუდულია]
▪ ცალკე შესასვლელი
▪ კომფორტული სივრცე
▪ ცალკე საპირფარეშო
▪ მოსასვენებელი სივრცეები
▪ ცალკე ბარი

Where is it happening?

MONO HALL, 2 Dzmebi Kakabadzeebi Street, Tbilisi,Tbilisi, Georgia
MONO HALL

Host or Publisher MONO HALL

It's more fun with friends. Share with friends