Spotlight X - 14 ივნისი | Presented by Bank Of Georgia

Schedule

Sun, 14 Jun, 2026 at 12:00 pm

UTC+04:00
Location

The Telegraph Hotel | Tbilisi, TB

Advertisement
საქართველოს ბანკის წარდგენით, Spotlight X წელს, 14 ივნისს, სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჩატარდება. Spotlight 2013 წლიდან აერთიანებს მარკეტინგის, ბიზნესის, შემოქმედებითი და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებს — ადამიანებსა და ბრენდებს, რომლებსაც აინტერესებთ იდეები, ცვლილებები და ის პროცესები, რომლებიც თანამედროვე პროფესიულ გარემოს განსაზღვრავს.
წლევანდელი Spotlight X ახალ სივრცეში, სასტუმრო „ტელეგრაფში“ გაიმართება, სადაც მთელი დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ინსპირაციულ გამოსვლებსა და პანელ-დისკუსიებზე დასწრება.
სცენაზე წარდგებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრებენ გადაწყვეტილებებზე, ცვლილებებთან ადაპტაციაზე, პროფესიულ გამოწვევებსა და იმ პროცესებზე, რომლებიც ხშირად კულისებში რჩება.
ტრადიციულად, Spotlight-ის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ნეთვორქინგი და მასტერკლასების სივრცე იქნება — ეს არის შესაძლებლობა, შეხვდე კოლეგებს, გაიცნო ახალი ადამიანები და იდეები არაფორმალურ გარემოში გაცვალო.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე biletebi.ge:
https://biletebi.ge/education/spotlight-x
საქართველოს ბანკის ნებისმიერი Visa ბარათით შეძენისას იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
კორპორაციული შესყიდვებისთვის დაუკავშირდით ელფოსტაზე: [email protected] — მიუთითეთ თქვენი კომპანიის რეკვიზიტები და სასურველი ბილეთების რაოდენობა.
ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel
Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: Betsson
პლატინის სპონსორები: Visa, Tegeta
ოქროს სპონსორები: Smartsoft, თეთრი კვადრატი
პარტნიორები: Aversi, Upgaming, Self.HR, Jacobs, Silknet, BDO Digital, Redbull, საქართველოს უნივერსიტეტი, Silk Rewards, Signall.ge, National Geographic, Render Group, Ton, biletebi .ge
Advertisement

Where is it happening?

The Telegraph Hotel, შოთა რუსთაველის გამზირი 29, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Event Location & Nearby Stays:

Know what’s Happening Next — before everyone else does.
Spotlight.ge
Host or PublisherSpotlight.ge

Ask AI if this event suits you