E M C : კურსი - შეაჩერე სისხლდენა • STOP THE BLEED
Schedule
Fri, 02 May, 2025 at 08:00 pm to Sat, 03 May, 2025 at 06:00 pm
UTC+04:00Location
Tbilisi, Georgia | Tbilisi, TB
Advertisement
👇 კურსი - შეაჩერე სისხლდენა • STOP THE BLEED💯 სწავლების აღწერა და დეტალები :
✅ სწავლება „შეაჩერე სისხლდენა“ წარმოადგენს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მიერ წამოწყებული პროგრამის - „STOP THE BLEED”_ის ფარგლებში შექმნილ სწავლებას, რომლის მთავარი მიზანი სიცოცხლისთვის სახიფათო მასიური სისხლდენის კონტროლია. ძირითადი ყურადღება ეთმობა უსაფრთხოებას, მასიური სისხლდენის კონტროლს : ტურნიკეტის, ტამპონირების და დამწოლი სახვევის გამოყენებით. სწავლების უპირატესობას ხელმისაწვდომობა და მოკლე დროში ყველაზე მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების ათვისებას წარმოადგენს.
🔴 პროგრამის დეტალური აღწერა :
✔️ სწავლება ადგილმდებარეობა - ლისის / მშრალი ტბის მიმდებარე ტერიტორია
✔️ სწავლების ხანგრძლივობა - 10 საათი
✔️ სწავლებაში მონაწილეთა რაოდენობა : მინ. 10 ვიზიტორი - მაქს. 15 ვიზიტორი
✔️ სწავლების სამიზნე აუდიტორია - საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი პირი
🟢 კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს :
✔️ შემთხვევის ადგილის უსაფრთხოება
✔️ გარშემომყოფებთან და სამაშველო სამსახურთან კომუნიკაცია
✔️ პირველადი დახმარების პაკეტის დაკომპლექტება
✔️ დაშავებულის გამოყვანის ხერხები
✔️ მასიური სისხლდენის ამოცნობა
✔️ მასიური სისხლდენის კონტროლი
✔️ პირდაპირი ზეწოლა
✔️ ქარხნული ტურნიკეტ “CAT”-ის გამოყენება
✔️ ჭრილობის ტამპონირება
✔️ დამწოლი სახვევი
✔️ იმპროვიზებული ტურნიკეტი (ლახტი) - ბონუს საკითხი
✔️ დაშავებულის სასუნთქი გზების გამავლობის შენარჩუნება - ბონუს საკითხი
✔️ უსაფრთხო პოზიციაში მოთავსება
✔️ გონზე მყოფი დაშავებულის მოთავსება
✔️ ჰიპოთერმიის ამოცნობა და საპრევენციოდ / დასახმარებლად გატარებული მოქმედებები
🔵 ტესტირება :
👉 საველე პრაქტიკის განმავლობაში, მონაწილე ინდივიდუალურად ფასდება შესასწავლი უნარ-ჩვევების მიხედვით. წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
💲 კურსის ღირებულება :
✔️ 150 ლარი - დასკვნითი სიმულაციური ნაწილის ჩათვლით
✔️ 2 საათი თეორია (ონლაინ) - 8 საათი პრაქტიკა ველზე
🟡 სწავლებაში გამოიყენება ხელოვნური სისხლი და სპეციალური სამედიცინო მულაჟები, რომელიც სწავლების პროცესს მაქსიმალურად აახლოვებს რეალურ ვითარებასთან.
📅 სწავლების პერიოდი :
✔️ 02 მაისი (პარასკევი) - 20:00 / 22:00 სთ. • ონლაინ ტრენინგი
✔️ 03 მაისი (შაბათი) - 10:00 / 18:00 სთ. • პრაქტიკა ველზე
🟠 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბლუმს - https://shorturl.at/tNkqs
🟢 აღნიშნულ სასწავლო კურსს, ხელმძღვანელობენ :
✔️ ა(ა)იპ "ექსტრემალური მედიცინის ცენტრი"
✔️ ა(ა)იპ "განათლებისა და ტურიზმის ცენტრი"
📞 ტელ. ნომერი : +995 597 97 03 30 - Viber / WhatsApp
📁 ელ. ფოსტა : [email protected]
💯 ვებ-გვერდი : www.extrememed.ge
Advertisement
Where is it happening?
Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays: