"ჩემი ამბავი" - თერაპიული კურსი 14-16 წლის მოზარდებისათვის

Schedule

Sat, 31 Oct, 2026 at 01:00 pm

UTC+04:00
Location

Your_space | Tbilisi, TB

Advertisement
"ჩემი ამბავი" �� რეგისტრაცია: https://forms.gle/3Kbhd4UfbjqvmQsb9
თქვენი მოზარდის გარშემო ხანდახან ფეხაკრეფით დადიხართ, რადგან არ იცით, რა შეიძლება გახდეს მორიგი გაღიზიანების ან კონფლიქტის მიზეზი?
14–16 წლის ასაკში ემოციები ხშირად განსაკუთრებით მძაფრია. ხშირად თავადაც მოზარდებმაც არ იციან, რატომ ბრაზდებიან, რატომ იკეტებიან ოთახში და რატომ გიჯახუნებენ კარს.
ამ დროს მათ სჭირდებათ უნარები, რათა ისწავლონ საკუთარი ემოციების ამოცნობა და მართვა.
სწორედ ამისთვის შევქმენით თერაპიული კურსი მოზარდებისთვის „ჩემი ამბავი“, სადაც მოზარდები უკეთ გაიცნობენ საკუთარ ემოციებს, ისწავლიან მათ მართვას, უფრო თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ აზრსა და სურვილებს.
ჯგუფში მუშაობისას ვიყენებთ არტ-თერაპიულ სავარჯიშოებს, მეტაფორულ ბარათებს, როლურ თამაშებსა და ჯგუფურ აქტივობებს.
რას წაიღებს მოზარდი ამ 3-თვიანი თავგადასავლიდან?
� გაიუმჯობესებს საკუთარი ემოციების ამოცნობასა და რეგულაციას;
� უფრო თავისუფლად შეძლებს გამოხატოს საკუთარი აზრი, სურვილი და განცდა;
� უკეთ გააცნობიერებს საკუთარ თავს და სხვებს ურთიერთობებში;
� ამოიცნობს საკუთარ ძლიერ მხარეებსა და შესაძლებლობებს;
� გაიმყარებს საკუთარი თავის მიმართ ნდობას;
� აღმოაჩენს იმ რესურსებს, რომლებიც მას რთულ სიტუაციებში დაეხმარება.
� პრაქტიკული ინფორმაცია:
• ასაკი: 14–16 წელი
• ხანგრძლივობა: 3 თვე (12 შეხვედრა; კვირაში ერთხელ, 2 საათი)
• ფორმატი: დახურული ჯგუფი (მაქსიმუმ 10 მონაწილე)
• პროგრამის დაწყება: 24 ოქტომბერი
• მნიშვნელოვანი: მონაწილეობამდე ტარდება წინასწარი შეხვედრა მოზარდთან და მშობელთან.
• სრული ღირებულება: 1 050 ლარი (შესაძლებელია 3 ეტაპად გადახდა)
� კურსს უძღვებიან გამოცდილი პროფესიონალები:
მედეა ბარბაეიანი (კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, არტ-თერაპევტი) და მანანა ქუთელია (ფსიქოლოგი (თსუ), პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიის სერტიფიცირებული კონსულტანტი (WAPP)).
� ადგილები შეზღუდულია (მხოლოდ 10 ადგილი). წინასწარი შეხვედრის დასაჯავშნად მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში ან შეავსეთ ფორმა ბმულზე!
https://forms.gle/82sdnYyuP8NerSs7A
Advertisement

Where is it happening?

Your_space, ერისთავ ხოშტარიას ქუჩა 32, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Event Location & Nearby Stays:

Know what’s Happening Next — before everyone else does.
\u10d9\u10dd\u10dc\u10e2\u10d4\u10e5\u10e1\u10e2\u10d8 Context
Host or Publisherკონტექსტი Context

Ask AI if this event suits you