AI და პროგრამირების სკოლა

Schedule

Wed Oct 28 2026 at 05:00 pm to 07:00 pm

UTC+04:00
Location

Petre Kavtaradze, 10 I Turn, Tbilisi, Georgia | Tbilisi, TB

Advertisement
🕵️ ტექნოლოგია, რომელიც დღეს ცვლის სამყაროს, ჩვენს ცხოვრებას, შეგიძლია ხვალ თქვენი ყოველდღიური ინსტრუმენტი გახდეს. SCSA-ს AI და პროგრამირების სკოლაში მოზარდები ერთი წლის განმავლობაში ისწავლიან პროგრამირებას Python-ზე, მის გამოყენებას ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობისას და AI ს პრაქტიკულ ხელსაწყოებს. მათი პრაქტიკული გამოყენებით, მოზარდები ისწავლიან ყოველდღიური ამოცანების ავტომატიზაციას, AI ინჟინერიასა და ე.წ. პრომტინგს, დამოუკიდებლად Python-ზე პროგრამის შექმნას, მონაცემების დამუშავებას ხელოვნური ინტელექტისა და python ის ერთობლივი გამოყენებით.
სკოლის მოსწავლეებს უფასოდ ექნებათ წვდომა ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში დაარსებულ პირველ ურთიერთდაკავშირებულ საერთაშორისო კვლევით ლაბორატორიებზე: AI/ML ლაბორატორია; კვანტური უსაფრთხოების ლაბორატორია.
რა შედეგს მივიღებთ❓
🔹 საკუთარი აწყობილი ჩატბოტი, მორგებული რეალურ ამოცანაზე
🔹 საკუთარი AI ავტომატიზაცია, აგენტი, რომელიც წყვეტს ყოველდღიურ, პრაქტიკულ პრობლემას
🔹 Python-ზე დაწერილი, გაშვებადი პროგრამები – მარტივი სკრიპტიდან საკუთარი AI API-ის call ებამდე
🔹 პრაქტიკული გამოცდილება თანამედროვე AI ხელსაწყოებში (ტექსტი, სურათი, ვიდეო, ჩატბოტ-პლატფორმები, no-code ავტომატიზაცია)
🔹 დასრულებული და საჯაროდ პრეზენტირებული capstone პროექტი
🔹 უნარი, გააანალიზო და გადაამოწმო AI-ს შედეგები, არ ენდო ბრმად, ამოიცნო შეზღუდვები და შეცდომები
👥 სასწავლო კურსის ლექტორი:
ირაკლი ფირცხალავა – პითონ დეველოპერი, SCSA-ს ლექტორი
ნინი ბაგალიშვილი – AI სპეციალისტი, SCSA-ს ლექტორი
ვისთვის არის განკუთვნილი❓
👉 11-18 წლამდე მოზარდებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ტექნოლოგიები, პროგრამირება, ხელოვნური ინტელექტი
👉 მათთვის, ვისაც სურს პროგრამირების საფუძვლების სისტემური სწავლა
👉 მათთვის, ვისაც სურს AI ხელსაწყოების პრაქტიკული, შემოქმედებითი გამოყენების სწავლა
რა წინაპირობაა საჭირო❓
▪️ წინასწარი პროგრამირების ან AI-ს ცოდნა არ არის სავალდებულო
▪️ საჭიროა მხოლოდ ინტერესი და ცნობისმოყვარეობა
რაში გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას❓
✅ დამოუკიდებლად პროგრამის შექმნაში
✅ პირადი პროდუქტიულობის გაზრდაში – რუტინული ამოცანების ავტომატიზაცია AI-ს დახმარებით
✅ სასწავლო/საკვლევ პროექტებში – ინფორმაციის სწრაფი დამუშავება, ანალიზი, პრეზენტაცია
✅ მომავალი პროფესიული განვითარებისთვის – პროგრამირება და AI დღეს პრაქტიკულად ყველა სფეროშია მოთხოვნადი
✅ პორტფოლიოს შექმნაში – capstone პროექტი, რომლის ჩვენებაც შესაძლებელია სამომავლო განაცხადებში (უნივერსიტეტი, სტაჟირება, სამუშაო)
📌 დამატებითი დეტალები:
ასაკობრივი ჯგუფი: 11-18 წლამდე მოზარდები
💰 ფასი: 260 ლარი თვიურად
განრიგი: ოთხშაბათი – პარასკევი; 17:00 – 19:00
📅 დასაწყისი: 28.10.2026
☎️ კონტაქტები:
📞 (+995) 571 381 166
📞 (+995) 595 511 355
ელ-ფოსტა: [email protected]
რეგისტრაცია:
https://scsa.ge/ai-and-programming-school/
Advertisement

Where is it happening?

Petre Kavtaradze, 10 I Turn, Tbilisi, Georgia

Event Location & Nearby Stays:

Know what’s Happening Next — before everyone else does.
Scientific Cyber Security Association - SCSA
Host or PublisherScientific Cyber Security Association - SCSA

Ask AI if this event suits you