5 დღიანი ტური ,,რიგა - იურმალა"
Schedule
Fri Nov 29 2024 at 01:15 pm to Mon Dec 02 2024 at 09:45 pm
UTC+02:00Location
რიგა | Riga, RI
Advertisement
29 ნოემბერი -პირველი დღეტრანსფერი სასტუმროში. ტრანსფერი სასტუმროში.
დასვენების შემდეგ გასეირნება ძველ ქალაქში.
ღამისთევა სასტუმროში.
30 ნოემბერი - მეორე დღე
საუზმე სასტუმროში.
ექსკურსიას ძველ ქალაქში.
გავისეირნებთ ძველი ქალაქის მთავარ ქუჩაზე, მოვინახულებთ და სურვილს ჩავიფიქრებთ ბრემენის მუსიკოსების ძეგლთან, ვეწვევით წმინდა პეტრეს, წმინდა იოანეს ეკლესიებს და ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარს - რომელსაც ასევე დომსკის ტაძარს ეძახიან . სწორედ ეს საკათედრო ტაძარია შუა საუკუნეების ერთ-ერთი უძველესი წმინდა ნაგებობა ბალტიისპირეთში.
გავისეირნებთ რატუშის მოედანზე, მოვინახულებთ შავთავიანების სახლს თავისი ბრწყინვალე დეკორაციით, პეტრე I-ის სასახლეს, ვნახავთ ვიწრო ქუჩებში ლამაზად ჩაწყობილ უძველეს ქვის შენობს. დიდ და პატარა გილდიების შენობას, რომელიც აერთიანებდა ვაჭრებსა და ხელოსნებს, ტყვია-წამლის კოშკს, სახლს კატებით, სახლს სახელით - სამი ძმა.
სადილის შემდეგ გავისეირნებთ პარომით მდინარე დაუგავაზე და დავტკბებით წყლიდან დანახული ქალაქის ხედებით.
ღამისთევა სასტუმროში.
1 დეკემბერი - მესამე დღე
საუზმე სასტუმროში; გამგზავრება მატარებლით იურმალაში. ( მგზავრობას უნდა 30 წთ)
გავისეირნებთ იურმალაში.
დღის ბოლოს დაბრუნება რიგაში და ღამისთევა სასტუმროში
2 დეკემბერი - მეოთხე დღე
საუზმე სასტუმროში;
ამ დღეს დავუთმობთ - ქალაქ რიგის ცნობილი იუგენ-სტილის გაცნობას.
ექსკურსიას დავიწყებთ ყველაზე გრძელი - ელიზაბეტესის ქუჩით, შემდეგ გავისეირნებთ ალბერტის ქუჩაზე - სადაც ერთმანეთის გვერდით ულამაზესი შენობები იწონებენ თავს. მოვინახულებთ არტ-ნუვოს მუზეუმს.
ქრისტეს შობის ტაძარი. გერტრუდის ძველი ეკლესია.
შუადღის შემდეგ ტრანსფერი აეროპორტში და
გამომგზავრება.
ტურის ღირებულება: 680 ლარი
ღირებულებაში შედის:
• სამოგზაურო დაზღვევა
• სასტუმროები 4* ქალაქის ცენტრში საუზმით
• ქალაქის მოსაკრებელი
• ტრანსფერი ( აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი)
• ქალაქის ექსკურსია ადგილობრივი გიდის თანხლებით
• გამყოლი კომპანიიდან, ვინც თქვენზე იზრუნებს მთელი ტურის განმავლობაში
• მატარებლის ბილეთი რიგა-იურმალა-რიგა
• ბორანის საფასური
ღირებულებაში არ შედის:
o სამუზეუმო მოსაკრებელი ( სურვილის მიხედვით)
o ავია ბილეთი, რომლის შეძენაც ხდება წინასწარ!
( დღეისთვის შეადგენს 430 ლარს!)
ავია ბილეთის ფასი ცვალბადია და შეძენის დროს გადაამოწმეთ ოპერატორთან
ტურის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 551 600844; 593 527353
ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში
Advertisement
Where is it happening?
რიგა, Rātslaukums 6, Rīga, LV-1050, Latvija,Riga, LatviaEvent Location & Nearby Stays: