ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული

Schedule

Tue, 13 May, 2025 at 02:00 pm to Fri, 16 May, 2025 at 03:00 pm

Location

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University | Tbilisi, TB

Advertisement
? 13-16 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში − თბილისი“ თანამშრომლობით გაიმართება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული. იხილეთ სრული აღწერა ? https://shorturl.at/7Crou
? კვირეული იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კომპასის (COMPASS-GE)“ ფარგლებში.
? კვირეული ეძღვნება ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის მკვლევრის, 2024 წლის 10 აგვისტოს მთაში ტრაგიკულად დაღუპული არჩილ ბადრიაშვილის ხსოვნას. არჩილი აქტიურად ცდილობდა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საქმით. მისი დამსახურებით მსოფლიოს ბევრ უმაღლეს წერტილზე გაუშლიათ ბანერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახსენებლად.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ?

☑️ ინტერაქტიური ლექცია „დეპრესია ახალგაზრდებში“
ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის თანამშრომელი, ფსიქიატრი მიშიკო დუმბაძე წაიკითხავს ლექციას „დეპრესია ახალგაზრდებში“.
მომხსენებელი განიხილავს, რა არის და რა არ არის დეპრესია, როგორ ამოვიცნოთ ნიშნები და სად ვეძებოთ დახმარება.
?️ დრო: 13 მაისი, 14:00-15:00 საათი
? ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1

☑️ ინტერაქტიური ლექცია „სტრესის მართვა“
ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში − თბილისი“ ფსიქოლოგი ანა ჯანიკაშვილი წაიკითხავს ლექციას „სტრესის მართვა“.
მომხსენებელი განიხილავს სტრესის გამომწვევ ფაქტორებს, ნეირობიოლოგიას და გამკლავების სტრატეგიებს.
?️ დრო: 14 მაისი, 12:00-13:00 საათი
? ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1

☑️ ინტერაქტიური ლექცია „შფოთვა და პანიკური შეტევა“
ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ფსიქოლოგი ანა პაპავა წაიკითხავს ლექციას „შფოთვა და პანიკური შეტევა“.
მომხსენებელი განიხილავს შფოთვის ნიშნების ამოცნობისა და მართვის სტრატეგიებს, ასევე, რა არის პანიკური შეტევა და როგორ შეიძლება მისი მართვა.
?️ დრო: 16 მაისი, 14:00-15:00 საათი
? ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1
Advertisement

Where is it happening?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Event Location & Nearby Stays:

Icon
Know what’s Happening Next — before everyone else does.
\u10d8\u10da\u10d8\u10d0\u10e1 \u10e1\u10d0\u10ee\u10d4\u10da\u10db\u10ec\u10d8\u10e4\u10dd \u10e3\u10dc\u10d8\u10d5\u10d4\u10e0\u10e1\u10d8\u10e2\u10d4\u10e2\u10d8 Iliauni

Host or Publisher ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Iliauni

Ask AI if this event suits you: